საქართველო წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა - რა შედეგებია ანახა PISA-ს კვლევამ? - კვირის პალიტრა

საქართველო წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა - რა შედეგებია ანახა PISA-ს კვლევამ?

მოს­წავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბის პროგ­რა­მა PISA 2022 წლის ციკ­ლის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. PISA 2022-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 81 ქვეყ­ნი­სა და ეკო­ნო­მი­კის და­ახ­ლო­ე­ბით 690,000 მოს­წავ­ლე, რაც სა­ბო­ლო­ოდ შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 29 მი­ლი­ონ 15 წლის მო­ზარდს. სა­ქარ­თვე­ლო­ში PISA 2022 ციკ­ლის სა­პი­ლო­ტე კვლე­ვა 2021 წლის მარტსა და აპ­რილ­ში ჩა­ტარ­და, რომ­ლის დრო­საც გა­მოს­ცა­დეს მა­თე­მა­ტი­კის კოგ­ნი­ტუ­რი სფე­როს ახა­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და კი­თხვა­რე­ბი. 2022 წლის აპ­რილ-მა­ის­ში ჩა­ტარ­და ძი­რი­თა­დი სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

PISA კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო კი­თხვი­სა და წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით 81 ქვე­ყა­ნას შო­რის 67-ე ად­გილ­ზეა, მა­თე­მა­ტი­კის ცდო­ნის დო­ნით მე-60-ზე, ხოლო მეც­ნი­ე­რე­ბის - 66-ეზე.

ამ კა­ტე­გო­რი­ებ­ში მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზეა სინ­გა­პუ­რი, ია­პო­ნია, ჩი­ნე­თი, კო­რეა. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით არის კამ­ბო­ჯა­ში, უზ­ბე­კეთ­ში, ასე­ვე პარ­გვა­ი­სა და დო­მე­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

wakitxulisgaazreba-1701795272.jpg

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პირ­ვე­ლა­დი ან­გა­რი­შის მი­ზა­ნი PISA 2022 წლის ციკლში სა­ქარ­თვე­ლოს 15 წლის ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბაა კი­თხვის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის სფე­რო­ებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბი 2022 წელს მა­თე­მა­ტი­კა­ში წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან 390 ქუ­ლით, კი­თხვა­ში - 374 და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში - 384 ქუ­ლით. სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კა­ში მიღ­წე­ვა შემ­ცირ­და 8 ქუ­ლით, კი­თხვა­ში - 6 ქუ­ლით, ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში გა­ი­ზარ­და 1 ქუ­ლით. არ­ცერ­თი ეს ცვლი­ლე­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

PISA 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მოს­წავ­ლე­თა 34%-მა მი­აღ­წია მა­თე­მა­ტი­კის მე-2 სა­ბა­ზო დო­ნეს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბია OECD-ის (ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო­ზე (OECD-ის სა­შუ­ა­ლო: 69%). კი­თხვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 33%-მა მი­აღ­წია კი­თხვის მე-2 ან უფრო მა­ღალ დო­ნეს (OECD-ის სა­შუ­ა­ლო: 74%), ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 35%-მა (OECD-ის სა­შუ­ა­ლო: 76%)“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გებს სკო­ლის ტი­პის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, ტეს­ტის ენი­სა და მოს­წავ­ლის სქე­სის მი­ხედ­ვით, ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სკო­ლის ტი­პის (კერ­ძო-სა­ჯა­რო) მი­ხედ­ვით PISA 2022 წლის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ღალ შე­დე­გებს აღ­წე­ვენ სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით, რო­გორც მა­თე­მა­ტი­კა­ში (კერ­ძო - 445, სა­ჯა­რო - 384), ასე­ვე კი­თხვა­სა (კერ­ძო - 426, სა­ჯა­რო - 369) და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში (კერ­ძო - 436, სა­ჯა­რო - 379).

„სკო­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, PISA 2022-ში მა­თე­მა­ტი­კა­ში მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი (417 ქულა), შემ­დეგ სხვა ქა­ლა­ქე­ბი­სა (383 ქულა) და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი (369 ქულა). ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი და­ბა­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს აქვთ (344 ქულა). მსგავ­სი შე­დე­გე­ბია კი­თხვა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­შიც;

PISA 2022 წლის შე­დე­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ჭე­ბი (387 ქულა) და გო­გო­ნე­ბი (393 ქულა), სა­შუ­ა­ლოდ მსგავს დო­ნე­ზე ას­რუ­ლებ­დნენ მა­თე­მა­ტი­კის და­ვა­ლე­ბებს. კი­თხვა­ში გო­გო­ნე­ბი 35 ქუ­ლით სჯობ­ნიდ­ნენ ბი­ჭებს (გო­გო­ნა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა). სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში გო­გო­ნებ­მა 14 ქუ­ლით მეტი (391 ქულა) მი­ი­ღეს, ვიდ­რე ბი­ჭებ­მა (377 ქულა);

სა­ქარ­თვე­ლო PISA 2022-ში მო­ნა­წი­ლე იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა, სა­დაც სქე­სის მი­ხედ­ვით გო­გო­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღე­მა­ტე­ბა ბი­ჭე­ბის მიღ­წე­ვებს. სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ ბრუ­ნე­ის, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას, ფი­ლი­პი­ნებს, მა­რო­კოს, ალ­ბა­ნეთს, პა­ლეს­ტი­ნას, მონ­ღო­ლეთს, ბა­ქოს (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კას, ფი­ნეთს და კი­დევ 6 სხვა ქვე­ყა­ნას;

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიღ­წე­ვის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, მა­თე­მა­ტი­კა­ში და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის წილი მსგავ­სია ბი­ჭებ­სა (67%) და გო­გო­ნებ­ში (66%). თუმ­ცა, კი­თხვა­ში ეს წილი უფრო დი­დია ბი­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (გო­გო­ნე­ბი 59% და ბი­ჭე­ბი 74% კი­თხვის მე-2 დო­ნეს ქვე­მოთ). რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლე­სი შე­დე­გე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, მა­თე­მა­ტი­კა­ში ბი­ჭე­ბის (1%) და გო­გო­ნე­ბის (1%) წილი მსგავ­სია;

ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბის ენის მი­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბის სა­მი­ვე სფე­რო­ში 2015-2022 წლებ­ში სტა­ტის­ტი­კუ­რად მა­ღალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. PISA 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ამ ორი ჯგუ­ფის შე­დე­გებს. ქარ­თუ­ლე­ნო­ვან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მა­თე­მა­ტი­კა­ში სხვა­ო­ბა 73 ქუ­ლაა, კი­თხვა­ში - 80, ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში 81 ქულა" - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვის შე­დე­გებს PISA-ს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის მხო­ლოდ 7.3% იყო PISA-ს სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სკა­ლის ქვე­და მე­ხუ­თედ­ში რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი შე­დი­ოდ­ნენ ყვე­ლა­ზე შე­ჭირ­ვე­ბულ მოს­წავ­ლე­თა შო­რის, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს 2022 წლის ციკლში.

"ინტერპრესნიუსი"