"10 წელია ჩემი ძმა არ მინახავს..." - ვინ არის ლევან ხაბეიშვილის ემიგრანტი ძმა, რომელიც წლები სააკაშვილის ოჯახის დაცვას უზრუნველყოფდა
"ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში 10 წლის უნახავ ძმას შეხვდა.
"10 წელია არ მინახავს. 10 წლის შემდეგ, ერთმანეთს ვაშინგტონში შევხვდით - ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძი ძმა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ემიგრანტთან ერთად მალე ჩვენს სამშობლოშიც შევხვდებით“ - წერს პოლიტიკოსი და სოციალურ ქსელში ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ლევან ხაბეიშვილი ძმა, გიორგი ხაბეიშვილი 13 წელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში მუშაობდა და მაიორი გახლდათ. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და როგორც რამდენიმე თვის წინ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერდა, გიორგი ხაბეიშვილი იცავდა პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახს, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად.
„10 წელია იმყოფება "დევნილობაში" და მოწყვეტილია მის მიწა-წყალს...“ - აღნიშნავდა პოლიტიკოსი. იხილეთ სრულად