"ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ! ძალიან მიყვარხართ ყველა!" - ნინი ბრეგვაძე ამერიკული "ვოისის" ნახევარფინალშია
ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში გავიდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამერიკული ოცნება რეალურია და მე ამით ვცხოვრობ!
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე, დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას რომ არ სჯეროდეს ჩემი! ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით ვერ აღვწერ!
ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას!“ – წერს ნინი ბრეგვაძე.