"ქართული სირცხვილი" პოლონეთში - პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც 19 წლის გოგონა გაიტაცეს - დაზარალებულიც ქართველია - კვირის პალიტრა

"ქართული სირცხვილი" პოლონეთში - პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც 19 წლის გოგონა გაიტაცეს - დაზარალებულიც ქართველია

პოლონეთის ქალაქ ვერუშუვის სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც 19 წლის ახალგაზრდა ქალისთვის თავისუფლების აღკვეთაში არიან ბრალდებულები.

ახალგაზრდა ქალი, ქალაქ სკერნევიცში საცხოვრებელი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. სამართალდამცველებმა გოგონა სკერნევიციდან 180 კმ-ის მოშორებით ვერუშუვში იპოვეს.

1-417753-1701848793.jpg

საქართველოს მოქალაქეებს, ქალისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავებიან და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ქართველი მამაკაცები წინასწარი დაკავების საკანში უკვე გადაიყვანეს.

პოლონური მედიის ცნობით, 1-ელ დეკემბერს საქართველოს 43 წლის მოქალაქემ პოლონელ სამართალდამცავებს განცხადებით მიმართა. ქალი ამბობდა, რომ 19 წლის შვილი სამმა ქართველმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით მოსტაცა. კრიმინალურმა პოლიციამ მაშინვე დაიწყო საქმის გამოძება და იმ ტრანსპორტის დადგენა, რომლითაც გოგონა მოიტაცეს.

1-417754-1701848793.jpg

პოლიციელთა სწრაფი გამოძიების შემდეგ, მათ სამი ქართველი დააკავეს. 38, 37 და 33 წლის ქართველი მამაკაცები სამართალდამცველებმა წინასწარი დაკავების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

19 წლის გოოგნას სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდა, თუმცა ის ძალიან შეშინებული იყო. პოლიციის განყოფილებაში გოგონას დედა ელოდა. პოლონელმა სამართალდამცავებმა 19 წლის გოგონა შეტყობინების მიღებიდან 5 საათში იპოვეს.

1-417755-1701848794.jpg

პოლონეთის სასამართლომ კი გამტაცებლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. (წყარო)