კეზერაშვილისა და მისი ცოლის "ფეშენ გართობა" - რა ფოტოებს აქვეყნებს სოფია ჩიქოვანი Fashion Awards-დან?
4 დეკემბერს, 2023 წლის Fashion Awards გაიმართა, რომელსაც ხშირად ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებად მოიხსენიებენ. დაჯილდოების მასპინძელი წელსაც ლონდონი იყო, ორგანიზატორი კი, ტრადიციულად, ბრიტანეთის მოდის საბჭო. ცერემონია მიზნად ისახავს ახალი, წარმატებული დიზაინერების წახალისებას და ასევე ინდუსტრიის მხარდამჭერთა პატივისცემას.
შთამბეჭდავი ღონისძიება როიალ ალბერთ ჰოლში მიმდინარეობდა, სადაც სტუმრად მიწვეულები იყვნენ ბრიტანული და საერთაშორისო მოდის ცნობილი სახეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვარსკვლავები კულტურის სხვადასხვა სფეროდან: პამელა ანდერსონი, რიტა ორა, ჯილიან ანდერსონი, გვინეტ პელტროუ, ენ ჰეთევეი, ქეით მოსი, ამალი კლუნი და სხვები...
ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, მეუღლე სოფია ჩიქოვანთან ერთად, რომელიც მოდის და სილამაზის ინდუსტრიაში მუშაობს და თავის მოვლის საკუთარი ხაზი აქვს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები