მძიმე სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა 2022 წელს გაზით მოწამვლის შედეგად
2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი.
ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი.
„2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა 3 მოქალაქე, აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი”, - ნათქვამია ანგარიშში.
"ინტერპრესნიუსი"