"ერთადერთი პროსპექტი დარჩა, რომელზეც საცობი არასოდესაა! დროზე გადათხარეთ, რა" - რას წერს ეკა ჩხეიძე - კვირის პალიტრა

"ერთადერთი პროსპექტი დარჩა, რომელზეც საცობი არასოდესაა! დროზე გადათხარეთ, რა" - რას წერს ეკა ჩხეიძე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ჩხეიძე პოსტს აქვეყნებს, სადაც ირონიულად ეხმაურება რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს:

"ერთადერთი პროსპექტი დარჩა, რომელზედაც საცობი არასოდეს არ არის - რუსთაველის.

დროზე გადათხარეთ, რააა.

თან, აუცილებლად შუაში გაატარეთ ავტობუსები, რომ გაჩერების კუნძულებით გზა დავიწროვდეს და გადასასვლელების მომრავლების გამო, ყოველ 3 მეტრში, შუქნიშანი დაჭირდეს (ოღონდ, წითელი უნდა ენთოს 1 წთ, მწვანე- 20 წამი)

მადლობა წინასწარ".

მის პოსტს კომენტარში ეხმაურება მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილიც:

"მალე... თან არჩევნების წელია, 2024 და რუსთაველზე საპროტესტო მსველობებიც ბუნებრივად აღმოიფხვრება..."