"უნდა გავიმარჯვო ამერიკულ "ვოისში", აუცილებლად!"
მედია სააგენტო nostal.ge ავრცელებს ამერიკული „ვოისის“ ქართველი მონაწილის ნინი ბრეგვაძის ინტერვიუს, რომელიც მისი თბილისში ჩამოსვლის დროსაა ჩაწერილი. როგორც გამოცემა წერს, ინტერვიუს ჩაწერის დროს მაყურებლისა და გულშემატკივრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ნინიმ პირველი ორი ეტაპი დიდი წარმატებით გადალახა – ე. წ. ბრმა მოსმენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და რინგის ტურშიც შთამბეჭდავი შესრულებით მოხიბლა ჟიური და დარბაზი. მას შემდეგ ნინიმ კიდევ 2 ტური გადალახა უპრობლემოდ – „ნოკაუტშიც“ ბრწყინვალედ გამოვიდა და გაიმარჯვა, შემდეგ კი ტოპ-12-ში, ახლა კი ტოპ-9 კონკურსანტს შორისაა.
ვიდეო იხილეთ ლინკზე