ანას შურისძიება - რუსეთში 14 წლის გოგონამ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა: არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ანას შურისძიება - რუსეთში 14 წლის გოგონამ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა: არის მსხვერპლი

რუსეთში, ბრიანსკში, მეხუთე გიმნაზიაში 14 წლის გოგონამ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. რუსული მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ამის შემდეგ თავად ანამ(ასე მოიხსენიებს მას რუსული მედია) თავი მოიკლა.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ანას კლასელებთან კონფლიქტი ჰქონდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ის სკოლაში დაქალის მოსაკლავად მივიდა. მეორე ვერსიით კი, მას თანაკლასელი გოგონები ჩაგრავდნენ.

"მე ვიცნობ ორ ბიჭს, რომლებიც სროლისას დაიჭრნენ. მათთან ანას კონფლიქტი არ ჰქონდა. მას სხვა ადამიანის მოკვლა ჰქონდა განზრახული. ერთ-ერთი გოგონა მას ნამდვილად ჩაგრავდა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.