"დატოვა წერილი და ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან" - თბილისში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ - კვირის პალიტრა

"დატოვა წერილი და ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან" - თბილისში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი 27 წლის ნო­დარ ლე­ბა­ნი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც AMBEBI.GE-ს და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას დამ, ქეთი ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმა სახ­ლი­დან გუ­შინ გა­ვი­და და ამ დრომ­დე არ ჩანს. რო­გორც ამ­ბობს, ერ­თა­დერ­თი ვერ­სია, რაც ოჯახს აქვს, არის ის, რომ ნო­და­რი შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე მო­ნას­ტერ­ში წა­სუ­ლი­ყო. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოჯახ­მა უკვე აც­ნო­ბა პო­ლი­ცი­ას.

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, ჩემი ძმა გა­ვი­და სახ­ლი­დან სა­ღა­მოს 8-9 სა­ა­თის­თვის და და­ტო­ვა წე­რი­ლი, 10-ის ნა­ხევ­რი­დან წყვეტს ყვე­ლა­ნა­ირ კავ­შირს ახ­ლობ­ლებ­თან, თუ სად­მე შე­ნიშ­ნავთ, ან და­გი­კავ­შირ­დე­ბათ მე­გობ­რებს, ან რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ი­გებთ, გთხოვთ და­მი­კავ­შირ­დეთ, გა­ა­ზი­ა­რეთ, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ, გთხოვთ, იქ­ნებ ქუ­ჩა­ში შეგ­ხვდეთ და იც­ნოთ", - ამ­ბობს ქეთი ლე­ბა­ნი­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: 592140809