"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა - კვირის პალიტრა

"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა

ეს იყო ყვე­ლა­ზე ცუდი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ მშობ­ლებს შე­იძ­ლე­ბო­დათ გა­ე­გოთ. ბრი­ტა­ნელ წყვილს, შე­ლის და რობს უთხრეს, რომ მათ შვილს ტვი­ნი არ ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. იმ შემ­თვე­ვა­ში, თუ ბავ­შვის და­ბა­დე­ბას მა­ინც გა­და­წყვეტ­დნენ, შეს­თა­ვა­ზეს ახალ­შო­ბი­ლი სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ქალს ასე­ვე ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბას სთხოვ­დნენ, მაგ­რამ ქალ­მა მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­დე­ბო­და, რო­გო­რიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის. მხარს უჭერ­და ქმა­რიც.

ახლა ნოა 12 წლის არის, ის არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტვი­ნის ორი პრო­ცენ­ტით და­ი­ბა­და. ბიჭი ვიგ­ტონ­თან ახ­ლოს, კუმბრი­ა­ში (ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ინ­გლი­სი) დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ნოა თა­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბა (თუმ­ცა ჯერ არც ისე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად), ლა­პა­რა­კობს, წერს, კი­თხუ­ლობს და მშობ­ლე­ბის­თვის შემ­ზა­რა­ვია იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ბავ­შვი მო­ე­შო­რე­ბი­ნათ ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

ნოა გვი­ა­ნი ბავ­შვი იყო: რო­დე­საც ის და­ი­ბა­და, შელი 40 წლის იყო, ხოლო მისი ქმა­რი, რობი 47 წლის, თუმ­ცა, გვი­ან ასაკ­ში მშო­ბი­ა­რო­ბა ინ­გლის­ში იშ­ვი­ა­თი არაა. მთა­ვა­რია, შვი­ლი სა­სურ­ვე­ლი და ნა­ნატ­რი იყო.

რო­დე­საც ნოა და­ი­ბა­და, ექი­მებ­მა დე­დას და მა­მას აჩ­ვე­ნეს მისი ტვი­ნის რენტგე­ნი და და­არ­წმუ­ნეს, რომ მათი შვი­ლი რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ის არა­სო­დეს ივ­ლი­და და ისა­უბ­რებ­და. "ის იცხოვ­რებს რო­გორც მცე­ნა­რე", - უთხრეს ექი­მებ­მა. თუმ­ცა, რობ­მა და შე­ლიმ არ და­უ­ჯე­რეს მათ.

რა­ტომ არ გან­ვი­თარ­და ბავ­შვის ტვი­ნი? - ამ კი­თხვა­ზე ექი­მებს ერთი პა­სუ­ხი აქვთ, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ბავ­შვი ჯერ კი­დევ საშ­ვი­ლოს­ნო­ში იყო, ტვინ­მა ზრდა შე­წყვი­ტა მას­ში წარ­მოქ­მნი­ლი ფო­რენ­ცე­ფა­ლუ­რი კის­ტის გამო.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები