74 წლის ჟერარ დეპარდიეს სექსუალური ძალადობის ბრალდებით უკვე მეორე მსახიობი ქალი უჩივის
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური ძალადობისთვის უკვე მეორე მსახიობი ქალი უჩივის სასამართლოში. არაერთი ფრანგული გამოცემის გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა ჰელენე დარასმა საჩივარი შეიტანა დეპარდიეს წინააღმდეგ, რომელთანაც ის 2008 წელს ფილმ "დისკოს" გადაღებებზე" მუშაობდა. ქალის მტკიცებით, მსახიობმა მას ფილმის გადასაღებ მოედანზე სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა.
"ჩვენ ჯერ საჩივრის გაანალიზების პროცესში ვართ. ვცდილობთ დავადგინოთ, ცალკე უნდა განვიხილოთ ის, თუ მიმდინარე საქმის ნაწილად",- განაცხადა პროკურატურის სპიკერმა და 74 წლის დეპარდიეს წინააღმდეგ მიმდინარე გაუპატიურების საქმეზე მიუთითა.
მსახიობს 2020 წელს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე წაუყენეს ბრალი. თუმცა ოქტომბერში დეპარდიემ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან განაცხდა, რომ ქალზე არასდროს უძალადია: "ქალი თავისი ფეხით მოვიდა ჩემს ოთახში, დღეს კი ამბობს, რომ ის გავაუპატიურე. არადა ის მეორედაც მოვიდა ჩემთან",- წერდა მსახიობი. იმის მიუხედავად, რომ დეპარდიეს წერილში არ დაუკონკრეტებია ვისზე იყო საუბარი, მოგვიანებით გამჟღავნდა, რომ ის შარლოტა არნოლდს გულისხმობდა.