"დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ეს არის "კვარას" მხრიდან უხეში შეცდომა" - "ნაპოლის" მარცხი "იუვესთან" და პირლოს კრიტიკა
იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ტურინის "იუვენტუსმა" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლა და გაიმარჯვა ანგარიშით 1:0.
"იუვემ" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.
ნეაპოლური გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გავიდა მოედანზე:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
პირველი ტაიმი "ნაპოლიმ' აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა მეკარემ მოახერხა ბურთის მოგერიება. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელები მე-18 წუთამდე სრულად დომინირებდნენ მოედანზე, ბევრს უტევდნენ და გოლის გატანის კიდევ ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ. "იუვენტუსმა" საკუთარ სტილში დაუთმო თამაში მეტოქეს და მის კონტრშეტევებზე დაჭერას ცდილობდა, რამდენიმე ძალიან მწვავე შეტევაც გამოუვიდათ. ხვიჩას როგორც აქამდეც გვინახავს, მჭიდროდ მეურვეობდნენ და მის შესაჩერებლად წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ. 27-ე წუთზე ჩვენებურს ოსიმენის პასის შემდეგ გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ტაიმის მიწურულს, დამატებით წუთზე "კვარას" ნერვებმა უმტყუნა მას მერე, რაც გატი ეუხეშა, გაბრაზებულმა ქართველმა მას ბურთი ზურგში ესროლა, შედეგად კი არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
საინტერესოა, რომ "კვარას" მიერ ბურთის დარტყმის ეპიზოდი x-ზე გააზიარა ცნობილმა იტალიელმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ და დაწერა: "უხერხული სიმართლე: დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ეს არის "კვარას" მხრიდან უხეში შეცდომა, თუმცა ვფიქრობ, რომ სჩესნი გამოიქცა და დაიკავა კარგი კუთხე დარტყმამდე..." (გააგრძელეთ კითხვა)