"სერიალი დაეფუძნება ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"სერიალი დაეფუძნება ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ იწყება სერიალ "12 მსაჯულის" გადაღება, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის საქმეს დაეფუძნება:

"ხვალ იწყება 12 მსაჯულის გადაღება.

სერიალი დაეფუძნება ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებს.

14 ნაფიცი მსაჯული (2 სათადარიგოა) შეირჩევა 30-დან.

მოსამართლე - Lika Gakharia

ბრალდება - Tengo Kirtadze

დაცვა - Oto Kakhidze

პროცესი იქნება მაქსიმალურად რეალური.

1 სერია - ნაფიცი მსაჯულების შერჩევა - ინტერვიუები და აცილებაბრალდების და დაცვის მხარის მიერ.

2 სერია - არსებითი განხილვა - მოწმეების როლებს მსახიობები შეასრულებენ, რეალური მოწმეების ჩვენებების საფუძველზე.

3 სერია - მსაჯულების თათბირი და ვერდიქტი.

სერიალში მაყურებელი სრულად ნახავს, რა მოხდებოდა ლაზარეს საქმე რომ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

როდესაც ევროპული საქართველო რეჟიმს დაამარცხებს, ყველას ექნება ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს უფლება - კობახიძესაც და ღარიბაშვილსაც", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.