"იმ თაობის ბიჭები მასზე აბოდებდნენ, გარეგნულად არც შეცვლილა" - "ჩიორას" გმირის დაბრუნება გადასაღებ მოედანზე 40 წლის შემდეგ და ცხოვრება ემიგრაციაში - კვირის პალიტრა

"იმ თაობის ბიჭები მასზე აბოდებდნენ, გარეგნულად არც შეცვლილა" - "ჩიორას" გმირის დაბრუნება გადასაღებ მოედანზე 40 წლის შემდეგ და ცხოვრება ემიგრაციაში

ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს ფილ­მი "ჩი­ო­რა". ლა­მა­ზი ფილ­მი სიყ­ვა­რულ­ზე, სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლით... ამ ფილ­მის წყა­ლო­ბით რეზო ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ხა­თუ­ნა ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი გა­იც­ნო, რო­მე­ლიც ფილმში მთა­ვარ გმირს - მა­რის ასა­ხი­ე­რებ­და... წყვილს ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა, სულ ახ­ლა­ხან კი შვი­ლიშ­ვი­ლი - მირა...

40 წლის შემ­დეგ ხა­თუ­ნა ჩა­გე­ლიშ­ვილს ორ ფილმში ერ­თდრო­უ­ლად იღე­ბენ. თუ რას ფიქ­რობს რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მე­უღ­ლის კვლავ ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა­ზე, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ი­დან ესა­უბ­რა...

- მარ­თლაც 40 წელი გა­ვი­და იმის შემ­დეგ, რაც ხა­თუ­ნა ფილმში "ჩი­ო­რა" გა­და­ი­ღეს... მარ­თა­ლი გი­თხრათ, სწრაფ­ვა ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბის არც ჰქო­ნია. არც ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი უყ­ვარს და არც სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ყო­ველ­თვის დიდი ხვეწ­ნის შემ­დეგ თუ და­ვი­ყო­ლი­ებთ ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე. წელს ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ორ ფილმში გა­და­ღე­ბას რომ და­თან­ხმდა. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნა და მო­ე­წო­ნა კი­დეც. ამ­ბობ­და: ბავ­შვო­ბა გა­მახ­სე­ნაო... მალე გა­მო­ვა ხა­თუ­ნა ვა­შა­ძის ფილ­მი "ეშ­მა­კის ბორ­ბა­ლი", სა­დაც ხა­თუ­ნა ფილმშიც ჩემს მე­უღ­ლეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს ლაშა კან­კა­ვას ფილმში, "მეგ­რუ­ლი Day off-ები“, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე კვლავ ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც მა­შინ, რო­დე­საც ფილმ "ჩი­ო­რა­ში" გა­და­ი­ღეს... რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ამის სა­ი­დუმ­ლო?

- ის, რომ ხა­თუ­ნა დღეს ასე კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მე ვფიქ­რობ, რომ გე­ნე­ტი­კის გარ­და მისი ბუ­ნე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო სა­ოც­რად პო­ზი­ტი­უ­რია. და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია და უმე­ტე­სად, კარ­გი გან­წყო­ბა აქვს. რთულ პე­რი­ოდ­შიც კი ყო­ველ­თვის სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებს. ცდი­ლობს, სტრე­სი არ შე­უქ­მნას არც თა­ვის თავს და არც გარ­შე­მო მყოფთ. (გააგრძელეთ კითხვა)