ლელა წურწუმიას სტილისა და ვიზუალის ტრანსფორმაცია - როგორ იცვლებოდა ქართველი ვარსკვლავი წლების მანძილზე და რატომ განიხილავენ მის გარეგნობას ასე აქტიურად
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
ქართველ პოპ-მომღერალს გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად. „სტუდია თბილისის“ ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს. 2006 წელს ლელამ ჩამოაყალიბა საკონცერტო ბენდიც, რომელთან ერთად შემდგომში თავის სიმღერებს ასრულებდა. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კომპილაცია აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა. მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით.ზ ამჟამად მიჰყავს გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მთავარ არხზე და, პარალელურად, აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც.
"თუ 54 წლის ჯენიფერ ლოპესი მოგწონთ, მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე?არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში" - რას პასუხობს ლელა წურწუმია კრიტიკოსებს
ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლის იყო, როცა მუსიკით სერიოზულად დაინტარესდა და კერძო პედაგოგთან მომზადებაც დაიწყო.
ლელა წურწუმიას მუსიკალური კარიერა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. კარიერის დაწყებიდან 2000 წლამდე, 2002 წლიდან 2007 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე. ეს პერიოდები მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებიტ წარმატებული იყო, თუმცა, რასაკვირველია, წარუმატებელი და კრიზისული მომენტებიც არაერთი ყოფილა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და აქტუალურობას, მართავს კონცერტებს, მათ შორის, სოლო-კონცერტებსაც და მისი შოუები ყოველთვის უამრავი მსმენელის ფონზე მიმდინარეობს. (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები)