ოკუპირებულ გალში ე.წ. სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ თემურ კარბაიას - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ გალში ე.წ. სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ თემურ კარბაიას

ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის "მი­ლი­ცი­ის" სამ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა სას­ტი­კად სცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, თე­მურ კარ­ბა­ია, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ლის ცენ­ტრში, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას, თე­მურ კარ­ბა­ია ჩხრე­კის მიზ­ნით გა­ა­ჩე­რეს.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, 40 წლამ­დე მა­მა­კაცს ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რა­საც მა­ლე­ვე მოჰ­ყვა ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი.

ამის შემ­დეგ კარ­ბა­ია გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და, რის შე­დე­გა­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, რომ კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თუმ­ცა მე­დი­კო­სებ­მა თე­მურ კარ­ბა­ი­ას გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ambebi.ge