ე.წ. ბურთები, სიწითლე და სიმაგრე - რა დაემართა ახალგაზრდა ქალს ქუთაისში ტუჩის ფილერის გაკეთების შემდეგ - კვირის პალიტრა

ე.წ. ბურთები, სიწითლე და სიმაგრე - რა დაემართა ახალგაზრდა ქალს ქუთაისში ტუჩის ფილერის გაკეთების შემდეგ

ბუნებრივი შემავსებელი და სხვადასხვა სახის ინიექცია, რომელიც 21-ე საუკუნეში სილამაზის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს და მომხმარებელი სილამაზის მსხვერპლიც კი გახდეს.

გავრცელებული აზრის თანახმად, ტუჩის აუგმენტაცია მოიაზრება, როგორც მარტივი პროცედურა, თუმცა არასწორად გაკეთებულ ინიექციებს უამრავი მსხვერპლი ჰყავს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ინიექციამ, შესაძლოა, ცუდ შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი და მას განუვითარდეს შემდეგი დაავადებები: ნეკროზი, თვალის ბადურის ჩამოშლა, იშემია და ემბოლია.

ხშირად დაზარალებული პაციენტები ექიმებსა და კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს უჩივიან. ერთ-ერთი მათგანი, ერიკა ზარანდია, ჩვენთან საუბრის დროს ჰყვება, რა გართულებები ჰქონდა ტუჩის შემავსებლის გაკეთების შემდეგ.

„ქუთაისში, სალონში გავიკეთე ტუჩის აუგმენტაცია, კოსმეტოლოგთან. პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ ტუჩის როგორც შიდა მხარეს, ისე გარე მხარეს გამიჩნდა ე.წ. ბურთები, სიწითლე და სიმაგრე. მივმართე კოსმეტლოგს, მან მითხრა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჰერპესი ან პირი ღრუს ინფექცია“ - ერიკა ზარანდია.

ერიკა საქართველოში არ ცხოვრობს. მან უცხოელ ექიმებს მიმართა პრობლემის მოსაგვარებლად, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფილერი არასწორ შრეში გაუკეთეს.

დაზარალებული პაციენტის ვიდეო იხილეთ ბმულზე