"მას ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს...არასოდეს იცის, რა მოუვა" - რას ჰყვება მეგობარი ალა პუგაჩოვაზე? - კვირის პალიტრა

"მას ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს...არასოდეს იცის, რა მოუვა" - რას ჰყვება მეგობარი ალა პუგაჩოვაზე?

"მას ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს", - ამ სი­ტყვე­ბით იწყებს სა­უ­ბარს ალა პუ­გა­ჩო­ვას მე­გო­ბა­რი ლუბა აქ­სე­ნო­ვა. ქა­ლის სი­ტყვებს მე­დია ცი­ტი­რებს და წერს, რომ პრი­მა­დო­ნამ რუ­სე­თი შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვის მიზ­ნით და­ტო­ვა.

აქამ­დე წერ­დნენ, რომ ალამ რუ­სე­თი მე­უღ­ლის, შო­უ­მენ მაქ­სიმ გალ­კი­ნის გამო და­ტო­ვა, რო­მე­ლიც კრემ­ლმა უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ აქ­სე­ნო­ვა ამ­ტკი­ცებს, რომ ასე არ არის.

"ჯან­და­ბა მას, გალ­კინს... მას ეს­მის, რომ მათ ორი შვი­ლი ჰყავთ. პირ­ველ რიგ­ში, მათ­ზე უნდა ეფიქ­რა! რო­გორ შე­ეძ­ლო შვი­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა?! ალას სჯე­რა, რომ ბავ­შვე­ბი მა­მას­თან ერ­თად უნდა გა­ი­ზარ­დონ. არა­სო­დეს იცის, რა მო­უ­ვა ხვალ. მერე ვის­თან დარ­ჩე­ბი­ან ბავ­შვე­ბი? რო­გორ ფიქ­რობთ, მას მარ­თლა სჯე­რა, რომ უკ­ვდა­ვია? - არა, ამის ნამ­დვი­ლად არ სჯე­რა: მას ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს", - ამ­ბობს აქ­სე­ნო­ვა.

მი­სი­ვე თქმით, პუ­გა­ჩო­ვას სა­ზღვარ­გა­რეთ "მძი­მე დრო" უდ­გას. .

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კვიპ­როს­ში, მა­ღა­ზი­ა­ში ცუ­დად გახ­და. პუ­გა­ჩო­ვა ტან­საც­მლის ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ას ეწ­ვია. შო­პინ­გის დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავი ცუ­დად იგ­რძნო. იხილეთ სრულად