"საზიზღარი, გულისამრევი ვიდეოა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მივიდა
მომღერალი ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა. გამოკითხვაზე შესვლამდე კი მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, კადრები, რომელიც მას გაუვრცელეს სოციალურ ქსელებში, დამონტაჟებულია.
"გულისამრევი და საზიზღარი ვიდეომონტაჟი ვნახე საკუთარ თავზე. ამას ასე ვერ დავტოვებდი. ვიდეოს ნახვის შემდეგ პროფესიონალებს დავუკავშირდი და მათ მითხრეს, რომ არც ძალიან პროფესიონალურ დონეზე დამოტაჟებული ვიდეოა, მაგრამ არც სამოყვარულო.
საზიზღარი, გულისამრევი ვიდეოა. სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ჩემი სახელიც.
კარგად არის დამონტაჟებული. წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს ასეთი ავადმყოფი და ბოროტმოქმედი. მე საკმარისი ძალა მოვიკრიბე და ამას მივიყვან ბოლომდე", - თქვა ჟურნალისტებთან მომღერალმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გავრცელებული ვიდეოს შესახებ წერდა. (გააგრძელეთ კითხვა)