ნინი ბრეგვაძის კიდევ ერთი ულამაზესი შესრულება, შოკში ჩავარდნილი ჟიური - ერთი ნაბიჯი "ამერიკული "ვოისის" ფინალამდე - კვირის პალიტრა

ნინი ბრეგვაძის კიდევ ერთი ულამაზესი შესრულება, შოკში ჩავარდნილი ჟიური - ერთი ნაბიჯი "ამერიკული "ვოისის" ფინალამდე

ნინი ბრეგ­ვა­ძემ, რო­მე­ლიც მე­ო­რე თვეა წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზობს ამე­რი­კის The Voice-ში, პრო­ექ­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ბილი აი­ლი­შის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა, "ჯე­იმს ბონ­დის" სა­უნ­დტრე­კი "No Time to Die", გა­მა­ოგ­ნებ­ლად შე­ას­რუ­ლა და რო­გორც ჟი­უ­რი, ისე მსმე­ნე­ლი აღაფრ­თო­ვა­ნა. ნი­ნის ფი­ნალ­ში მო­სახ­ვედ­რად ახლა ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ხმის მი­ცე­მა გრძელ­დე­ბა, ამის­თვის უნდა გად­მო­წე­როთ აპ­ლი­კა­ცია

https://apps.apple.com/app/id910608607 და მხა­რი და­უ­ჭი­როთ ნი­ნის.

ის ამე­რი­კულ პრო­ექ­ტში ნინი Nini Iris-ის სა­ხე­ლით გა­მო­დის. შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი­დევ ერთხელ ჩა­აგ­დო შოკ­ში რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი, ისე ჟი­უ­რის წევ­რე­ბი.

"მე შენი ფანი ვარ“, - უთხრა ნი­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ მწვრთნელ­მა, ნაილ ჰო­რან­მა და იქვე და­ა­მა­ტა, რომ ნი­ნის სა­ხე­ლი დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა ამე­რი­კე­ლი მსმე­ნე­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

"სა­ო­ცა­რია, რამ­დე­ნად კარ­გად გა­იც­ნო ხალ­ხმა ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბა! მად­ლო­ბა ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, რომ აირ­ჩი­ეს ეს სა­ო­ცა­რი სიმ­ღე­რა ჩემ­თვის. თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი იქ, სა­დაც ახლა ვარ და შე­უძ­ლე­ბე­ლია ემო­ცი­უ­რად არ ვიყო გან­წყო­ბი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ამ გა­მოს­ვლის შემ­დეგ!

ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს, ვიმ­სა­ხუ­რებ თუ არა ფი­ნალ­ში ყოფ­ნას!

მიყ­ვარ­ხართ...“ - წერს ნინი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო