"შემოვედი გაცეცხლებული და მთელი საქართველო აქ დამხვდა…" - რა არის ცნობილი "დისნეის" ახალ ანიმაციაზე, რომელმაც ქართველები გაანაწყენა
"This Wish" - ასე ჰქვია დისნეის ახალ ანიმაციაში გაჟღერებულ სიმღერას, რომლის ტექტსმაც ქართველების დიდი ნაწილი გაანაწყენა.
Walt Disney Animation Studios წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად მაყურებლისათვის შექმნილ ანიმაციაში მთავარი გმირი სიმღერას 29 სხვადასხვა ენაზე ასრულებს. მათ შორის კი, ქართულად. ჩვენს მშობლიურ ენაზე წარმოთქმული სიტყვები ასე ჟღერს "ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, აჰ-აჰ". მას შემდეგ რაც, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ქართველი მომხმარებლების უკმაყოფილო კომენტარები მოჰყვა.
"Ayayayay და ჯანდაბა“
"რა შარშია დისნეი ნეტა თუ იცის“
"რაც ჩვენ ინგლისური სიმღერები გვაქვს ასე ნამღერი, დაგვიბრუნდა უკან.“
"რომ დაწერონ ეხლა, ბოდიში კომპიუტერთან ბავშვი იჯდაო. ხომ ვართ ღირსები“
"ეს ფილმი ამ შეცდომით გავა კინოში და მე სახლში ცოცხალი არ წავალ!“„აქ ვერ ვისხდებით მთელი დღე. ან შეცვალეთ ან რაღაცა ქენით Disney“ იხილეთ სრულად