"თუ ის მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება, გაიმარჯვებს" - რას აბობს აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ამერიკელი სენატორების უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"თუ ის მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება, გაიმარჯვებს" - რას აბობს აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ამერიკელი სენატორების უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე?

ამერიკელი სენატორების უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „ძალიან ძლიერი“ იყო, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკიმ „ძალიან დეტალურად გამოკვეთა“, თუ რა სჭირდება უკრაინას და როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ დაცვაში უკრაინის დახმარება.

„თუ ის მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება, ის გაიმარჯვებს. თუ წავაგებთ, პუტინი მოიგებს, და ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა შეერთებული შტატებისთვის”, - განაცხადა შუმერმა.

"ინტერპრესნიუსი"