"ფსიქოლოგიური აშლილობა მქონდა" - გამომძიებელი გოგონა პოლიციის განყოფილებაში სამმა ოფიცერმა გააუპატიურა - ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა
2018 წელს, უფაში, პოლიციის განყოფილებაში, სამმა ოფიცერმა ახალგაზრდა გოგონა გააუპატიურა, რომელიც იქ გამომძიებლად მუშაობდა. ეს გახდა ალბათ ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა თანამედროვე რუსეთში. გარდა დანაშაულისა, დაზარალებული გულნაზ ფათხლისლამოვა იმ პერიოდში მედიისგან შევიწროებას განიცდიდა. დაკარგა სამსახური და იძულებული გახდა მონაწილეობა მიეღო არაერთ შემზარავ სასამართლო პროცესში. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გოგონა ჰყვება, თუ როგორ ცხოვრობდა ეს ხუთი წელი და რა დაეხმარა მას გადარჩენაში.
2018 წლის ოქტომბრის მიწურულს რუსულ მედიაში უფას პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების ამბის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დაშავებული გოგონაც და ბრალდებულიც შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.23 წლის გულნაზ ფათხლისლამოვამ მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე დაიწყო, მაგრამ თვენახევარში საზარელი დანაშაული მოხდა. ბრალდებულები იყვნენ - ქალაქს უფას და კარმასკალინსკის ოლქების განყოფილებების ხელმძღვანელები, ედუარდ მატვეევი და სალავატ გალიევი და უფას რაიონის მიგრაციის განყოფილების ხელმძღვანელები პაველ იარომჩუკი. ყველაზე უფროსი მამაკაცი 51 წლის იყო, უმცროსი 34 წლის.
”მე რომ არ ვყოფილიყავი მამაცი ქალი, ალბათ, არ ვიჩივლებდი”, - ამბობს გულნაზი და იქვე დასძენს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რა ელოდა მას.
უფას საქმე რუსეთში გაუპატიურების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევად იქცა. თავად გულნაზ ფათხლისლამოვა ამას იმით ხსნის, რომ ინციდენტის ყველა მონაწილე პოლიციელი იყო, გარდა ამისა, ქალის მამა რეგიონული ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, რაც მედიისთვის სწრაფად გახდა ცნობილი.
სისხლის სამართლის პროცესი ოთხი წელი გაგრძელდა. ფათხლისლამოვამ სამსახური დაკარგა - ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი იყო.
ქალი ჟურნალისტებს თავად არ დაკავშირებია, მაგრამ პრესამ გახმაურებული საქმის მსხვერპლით მაშინვე დაინტერესდა.
"ჩემს შესახებ უამრავი სტატია გამოქვეყნდა. მახსოვს, დაბეჭდეს ინტერვიუ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც, როგორც ჩანს, ინსტიტუტიდან მიცნობდა, რომელიც ჩემზე ამბობდა, „ის ისეთი ამპარტავანია, ყოველთვის პოულობდა საერთო ენას ბიჭებთან. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეეძლო ამის თქმა. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვსწავლობდი. ზოგადად ალოგიკური იყო მსგავსი შედარებები“.
ქალი იხსენებს, რომ ადგილობრივი მედია, ბრალდებულის მხარეს დადგა და ფაქტობრივად ტკბებოდა, იმით რაც მას შეემთხვა. "უფას პოლიციის თანამშრომლებმა იციან როგორ გაალამაზონ სამუშაო ნაცრისფერი დღეები. რეცეპტი მარტივია - გაშალეთ კარგი სუფრა, რომელსაც ახალგაზრდა გულნაზი გააფორმებს“, - ასე იწყებოდა ერთ-ერთი სტატია. საქმეს ძირითადად მოიხსენიებდნენ როგორც „პოლიციის სექს-სკანდალი“. ერთ-ერთ დამოუკიდებელ მედიაში პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურების შესახებ ამბები ილუსტრირებული იყო გომბეშოსა და გველგესლას გამოსახული სურათით (გამოცემამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა).
მისი თქმით, სასამართლო პროცესი იქცა ჟურნალისტებისთვის რეიტინგების აწევის საშუალებად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები დახურულ კარს მიღმა განიხილება და იქ მედია არ უშვებენ. ერთ-ერთი პროცესის შემდეგ ადგილობრივმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა სტატია: „უფას სასამართლოში ყოფილმა გამომძიებელმა დაფაზე დახატა, როგორ გააუპატიურეს იგი“. „უფას კიროვსკის რაიონული სასამართლოს დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კრეატიული გამოდგა, ნახატის ელემენტებით“, - ასე იწყებოდა კიდევ ერთი სტატია სასამართლო სხდომის შესახებ.
"ყველა სასამართლო სხდომაზე დავდიოდი, თუმცა ეს ძალიან რთული იყო. ფსიქოლოგიური აშლილობა მქონდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვცდილობდი პასუხისმგებელი ვყოფილიყავი ჩემს სიტყვებზე“, - ამბობს ფათხლისლამოვა.
მას შემდეგაც, რაც 2021 წელს პოლიცია დამნაშავედ ცნეს და განაჩენი ძალაში შევიდა, პუბლიკაციების ტონი არ შეცვლილა. "გაუპატიურებულ გამომძიებელს ასობით მილიონი რუბლი სურს - გაჩნდა მედიაში სათაური, რომ ფატხლისლამოვამ შეიტანას აჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
მედიის კანონის თანახმად, ჟურნალისტებმა უნდა შეინარჩუნონ ძალადობის მსხვერპლთა ანონიმურობა. მაგრამ ულიანა სკოიბედამ კომსომოლსკაია პრავდაში გამოაქვეყნა მასალები საგამოძიებო საქმიდან - ფატხლისლამოვას ფოტოები საცვლებში სამედიცინო შემოწმების დროს.
ქალი იმდენად მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ ის სამსახურში არავის აღარ აყავდა. გააგრძელეთ კითხვა