"ცხვირის ძვალი ამოეწია... მითხრა, დედიკო, ხელის თითები გამეზარდაო" - რა შედეგი აქვს აქონდროპლაზიის პრეპარატს, რომელიც საქართველოში შემოვიდა? - კვირის პალიტრა

"ცხვირის ძვალი ამოეწია... მითხრა, დედიკო, ხელის თითები გამეზარდაო" - რა შედეგი აქვს აქონდროპლაზიის პრეპარატს, რომელიც საქართველოში შემოვიდა?

აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის და მათი მშობ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მო­თხოვ­ნა, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე მო­ზარ­დებს მათ­თვის სა­ჭი­რო პრე­პა­რა­ტი მი­ე­ღოთ, ნო­ემ­ბრის შუა რიცვხებ­ში დაკ­მა­ყო­ფილ­და. მოკ­ლედ, "წა­მა­ლი და­ი­დო“. 14 წლის ზაკო, 13 წლის დაჩი, 14 წლის ნი­კო­ლო­ზი და 4 წლის იო­ა­ნე - ის მო­ზარ­დე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის ინი­ექ­ცია ნო­ემ­ბერ­ში პირ­ვე­ლად გა­ი­კე­თეს. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ ეტაპ­ზე, რო­გორ გრძნო­ბენ ისი­ნი თავს, ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE ნი­კო­ლოზ ფი­ფი­ას დე­დას, აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლეს, ეკა ჭონ­ქა­ძეს ესა­უბ­რა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ისე­თი მხარ­და­ჭე­რა, რომ არა, ეს შე­დე­გი არ გვექ­ნე­ბო­და. ხალ­ხის თა­ნად­გო­მით მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ დღეს ბავ­შვე­ბი წა­მალს უკვე იკე­თე­ბენ. მა­ნამ­დე ჯან­დაც­ვას­თან წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­წარ­მო­ებ­დით წე­რი­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი­დით, მერე სამი თვე იქვე აქ­ცი­ას ვა­წყობ­დით და არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. საქ­მის კურ­სში არ გვა­ყე­ნებ­დნენ და არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ჩვე­ნი ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო იყო. გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რა სამ მშო­ბელ­თან მო­ე­წყო და გვი­თხრეს, რომ წა­მალს პირ­ვე­ლე­ბი მი­ი­ღებ­თო, მაგ­რამ ნო­ემ­ბერ­ში რომ მი­ვე­დით, თქვე­ნი წა­მა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფი­ნანსდე­ბა და მო­მა­ვალ წლამ­დე და­ე­ლო­დე­თო. ამის მერე უკვე აღ­ვშფოთ­დით და სწო­რედ ამას მოჰ­ყვა ის სამ­თვი­ა­ნი აქ­ცია ჯან­დაც­ვას­თან.

- ამ ეტაპ­ზე სულ რამ­დე­ნი ბავ­შვი დაკ­მა­ყო­ფილ­და?

- 4 ბავ­შვია ჩარ­თუ­ლი და იან­ვრი­დან კი­დევ სხვა ბავ­შვე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თნენ. ამ ეტაპ­ზე წა­მალს იღებს - სამი თი­ნე­ი­ჯე­რი და ერთი 4 წლის პა­ტა­რა, იო­ა­ნე, რო­მელ­საც ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა აქვს, კორ­სე­ტი აც­ვია და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. აქვს სუნ­თქვის პრობ­ლე­მაც.

- მათ შო­რის არის თქვე­ნი შვი­ლი, 14 წლის ნი­კო­ლოზ ფი­ფია. წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ თავს რო­გორ გრძნობს?

- უკვე ერთი თვე გაგ­ვიხ­დე­ბა, რაც ყო­ველ­დღე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში დავ­დი­ვართ, სა­დაც ნი­კო­ლო­ზი წა­მალს იკე­თებს. 2 კვი­რა­ში უკვე თვი­თონ და­ი­წყო ნემ­სის გა­კე­თე­ბა. წამ­ლის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ერთ სა­ათ­ზე მეტს გვა­ჩე­რე­ბენ, აკ­ვირ­დე­ბი­ან, რამე რე­აქ­ცია რომ არ ჰქონ­დეთ, ან თავ­ბრუს­ხვე­ვა, წნე­ვის ვარ­დნა არ მოხ­დეს... წა­მა­ლი კეთ­დე­ბა მხრებ­ში, ხე­ლებ­ში, ბარ­ძაყ­ზე, მუ­ცელ­ზე, - სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც ინ­სუ­ლი­ნის ნემ­სი. ცოტა ხან­ში წა­მალს სახ­ლში გა­მოგ­ვა­ტა­ნენ, რომ მშო­ბელ­მა გა­ვუ­კე­თოთ, ან თუ შეძ­ლე­ბენ, თა­ვად გა­ი­კე­თონ. ნი­კო­ლო­ზი ამას თვი­თონ მშვე­ნივ­რად ახერ­ხებს - რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა არ არის. (გააგრძელეთ კითხვა)