"ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი" - ნინი ბრეგვაძის ძმა დის წარმატებული კარიერაზე
მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკულ მუსიკალურ კონკურსს, Voice-ს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ქართველმა კონკურსანტმა საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა.
"მადლობა Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილს (პროექტში ნინის მწვრთნელი), რომ ხართ საუკეთესო მწვრთნელი და მეგობარი! და მადლობა ყველას სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება! მიყვარხართ", - წერს ნინი.
"ფინალი ნინის გარეშე იქნება, მაგრამ ჩემი დაიკო მაინც ყველაზე კარგია" - წერს ნინის ძმა ბესო ბრეგვაძე, რომელიც დღეს ambebi.ge-ს რესპონდენტია...ბესო ბრეგვაძე:
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, წელიწად ნახევრით ვარ ნინიზე უფროსი. ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა ხოლმე, დამყვებოდა მოსწავლეთა სასახლეში. ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი და ნინი მღერის. ოჯახში ხელოვანი არავინ არის, მაგრამ ყველას აქვს მუსიკალური სმენა. მე ძირითადად ქართულ ფოლკლორს ვმღეროდი. ნინის არც პედაგოგი ჰყოლია, კომპიუტერთან იჯდა ხოლმე და ისე მღეროდა. 12 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ ამერიკაში წავიდოდა. მაშინ გაგვეღიმა, ვუთხარით, წადი.
- როგორი ბავშვობა გქონდათ?
- როგორც ყველას, 90-იანი წლების ბავშვებს. მე 94-ში დავიბადე, ნინი 96-ში. ჩვენ დროსაც იყო უშუქობა, დენი რომ მოდიოდა გვიხაროდა, ვმღეროდით, რომ მიდიოდა მაშინაც ვმღეროდით.
- ნინის პირველი მუსიკალური კონკურსი რომელი იყო?
- "იმედზე“ მონაწილეობდა "ვოისში,“ მისი მენტორი დათო ფორჩხიძე იყო. მაშინ აიდგა ფეხი. შემდეგ იყო „რუსთავი 2“-ზე „იქს ფაქტორი“, სადაც მოგებული თანხით და მალევე წავიდა ამერიკაში. არავისთან არ წასულა, თქვა, უნდა გავაგრძელო მუსიკალური კარიერაო. მშობლები ძალიან თავისუფლად გვზრდიდნენ, მეც შვილი მყავს და ახლა ვერ წარმომიდგენია, ექვსი წლის ასაკში მარტო გავუშვა სკოლაში.
ნინის დამოუკიდებლობა ძალიან დაეხმარა, აი, ასე, ადგა და წავიდა. ამერიკაში ჩასვლის პერიოდი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ნინი მექსიკით არ წასულა. მუშაობდა სხვადასხვა ადგილებზე, ეს ნორმალური ამბავია, ამას აკეთებს ყველა. ჩვენც ასე ვუყურებდით, თუ დასჭირდებოდა დახმარება, რა თქმა უნდა დავეხმარებოდით. თავადაც თქვა,"ძალიან ამაყი ვიყავი იმისთვის, რომ უკან დავბრუნებულიყავიო...“ (გააგრძელეთ კითხვა)