"მოხარული ვარ... დავბრუნდი საქართველოში" - ვინ არის პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი, ვისაც სააკაშვილი "ებრაელ აფერისტს" უწოდებდა და ვინც "ქართულ ოცნებამ" საარჩევნოდ ჩამოიყვანა - კვირის პალიტრა

"მოხარული ვარ... დავბრუნდი საქართველოში" - ვინ არის პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი, ვისაც სააკაშვილი "ებრაელ აფერისტს" უწოდებდა და ვინც "ქართულ ოცნებამ" საარჩევნოდ ჩამოიყვანა

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ პარ­ტი­ამ, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში სტრა­ტე­გი­ულ მრჩევ­ლებ­თან, მოშე კლუ­გ­ჰაფტ­სა და მირი მი­ქა­ელ­თან, კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა.

ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ავ­რცე­ლებს მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტის კო­მენ­ტარ­საც, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მო­ხა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბით.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვხე­დავ მის მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ვი­თა­რე­ბას რო­გორც ეკო­ნო­მი­კა­ში, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი მიდ­გო­მა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მის უნარ­ში, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მშვი­დო­ბა იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლიო ომის პი­რო­ბებ­შია. მაგ­რამ საკ­მა­რი­სი არ არის, რომ უბ­რა­ლოდ ბევ­რი აკე­თო – ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს ამის შე­სა­ხებ და ჩვენ ამა­ში და­ვეხ­მა­რე­ბით მო­მა­ვალ წელს“, - აღ­ნიშ­ნავს მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი 2018 წელს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მრჩე­ვე­ლი გახ­ლდათ. ასე­ვე 2021 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მრჩევ­ლად კვლავ მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. რიგი ტე­ლე­არ­ხე­ბის მტკი­ცე­ბით, ნე­გა­ტი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მვა მო­შემ და "ოც­ნე­ბამ" მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შიდა კვლე­ვით გა­არ­კვია, რომ პარ­ტი­ას 33%-იანი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და.

2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე-2 ტუ­რის წინ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ ბა­ნე­რებ­ზე, მის ნაც­ვლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ქუ­ჩებ­ში გა­მოკ­რუ­ლი იყო სის­ხლის ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევრთა ბა­ნე­რე­ბი.

მა­შინ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პი­ა­რის ის­რა­ე­ლელ სპე­ცი­ა­ლისტ მოშე კლუ­გ­ჰაფტს "ებ­რა­ე­ლი აფე­რის­ტი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ბილ­ბორ­დე­ბი სწო­რედ "მო­შეს დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო".

"აგერ ვი­ღაც ებ­რა­ელ აფე­რისტს, მო­შეს, მის­ცეს მი­ლი­ონ ორა­სი ათას­ზე მეტი, რომ ეს ბილ­ბორ­დე­ბი და­ამ­ზა­დოს და­ჯღა­ნუ­ლი სა­ხე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გა­მო­ფი­ნეს. ერთი სი­ტყვით, ისი­ნი არი­ან სულ პა­ნი­კა­ში, ხან რას იგო­ნე­ბენ, ხან რას,“ - გა­ნა­ცხა­და იმ­ჟა­მად სა­ა­კაშ­ვილ­მა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები