პოლონეთის სეიმში დეპუტატმა ხანუქას სანთლები ცეცხლმაქრით ჩააქრო - "ეს მიუღებელი და სამარცხვინოა" - (ვიდეო)
ულტრამემარჯვენე პოლონელმა დეპუტატმა, პოლონეთის სეიმში ხანუქას სანთლები ცეცხლმაქრით ჩააქრო, რამაც ხელი შეუშალა ქვეყნის ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს (საუბარია დონალდ ტუსკსა და მის მთავრობაზე).
გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აქრობს სანთლებს გჟეგოჟ ბრაუნი, რომელიც თავისი რადიკალური განწყობებითაა ცნობილი. მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ბოლი მთელ ტერიტორიას მოედო.
პოლონეთის სეიმმა ბრაუნს მთელი დღის განმავლობაში შეუჩერა საქმიანობის უფლება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მომხდარს "სამარცხვინო" უწოდა.
"ეს მიუღებელია, არ შეიძლება ასეთი რამ კვლავ განმეორდეს, აღნიშნა ტუსკმა. რაბინი შოლომ სტამბლერი, რომელიც 17 წელია პოლონეთის სეიმში სანთლებს ანთებს ხოლმე თქვა, რომ "ბრაუნი ანტისემიტია, რომელსაც ყურადღების მიპყრობა სურდა". (გააგრძელეთ კითხვა)