"ის ადამიანები, რომლებიც ტკივილს მაყენებენ, ჩემთვის უფერულდებიან. ნდობა აღარ მაქვს" - კვირის პალიტრა

"ის ადამიანები, რომლებიც ტკივილს მაყენებენ, ჩემთვის უფერულდებიან. ნდობა აღარ მაქვს"

თეკო ჩუბინიძის ტრანსფორმაცია და გადაფასებები

"არ მინდა, ჩემი ემოციები ყველასთვის "გაშიშვლდეს"

"გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. მისთვის დამახასაითებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული. შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში... გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე და ისეთ დარტყმებს აყენებს, სამუდამოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს"... - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ თეკო ჩუბინიძის ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"მოყვარე რომ მყავს, თანაც ბევრი, ეს ვიცი, მაგრამ მტერიც? "მტერი" ცოტათი გადამეტებული ნათქვამია. ალბათ არიან ადამიანები, არაკეთილისმსურველი რომ ჰქვიათ. სხვათა შორის, ასეთებისგან პატივისცემა მართლაც მიგრძნია, თან არაერთხელ..."

"როდესაც ემოცია ჭარბობს, მასზე კონტროლი აღარ ხდება და ამ დროს, ადამიანმა დაუშვებელი შეცდომებიც კი შეიძლება ჩაიდინოს. როგორც კი რაციონალურად აზროვნებას, საკუთარი თავისადმი შეკითხვების დასმას იწყებ, ხდება პასუხების გაცემა, ემოციების ფონი იკლებს..."

"ის ადამიანები, რომლებიც ტკივილს მაყენებენ, ჩემთვის უფერულდებიან. შეიძლება მივესალმო, ვეკონტაქტო, ხშირი ურთიერთობაც მიწევდეს, მაგრამ ნდობა აღარ მაქვს. რაც შეეხება გაწეულ სიკეთეს: ის ადამიანები, ვისაც კი ოდესმე, ჩემდამი მცირე სიკეთე გაუკეთებია, ყოველთვის წინა რიგებში მყავს და მათი მადლიერი ვარ, სულ მახსოვან..."

"ნეგატიურს, პოზიტიურს სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც კი ვგრძნობ. შეიძლება ვიღაც გვერდით მომიჯდეს და არ მესიამოვნოს, მაგრამ ვერ ავხსნა, რატომ გამიჩნდა ეს განცდა. შეიძლება მოხდეს პირიქითაც. ამის მიხედვითაც კი შეიძლება დავმეგობრდე ან არ დავმეგობრდე ადამიანთან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე