"ეს შეზღუდვა იქნება სიახლე" - რომელ ავტომობილებს აეკრძალებათ მოძრაობა 08:00-დან 11-მდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში?
თბილისის ადმინისტარციულ საზღვრებში საავტომობილო გზებზე იკრძალება დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუზღვით დიდი გაბარიტების ავტომობილებს, რომლებიც თავისი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე ძალიან აფერხებენ მოძრაობას. ყოველდღიურად არის ფაქტები, როცა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ეს კიდევ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. წარმოიდგინეთ ამხელა მანქანა რომელიც გაჩერებულია, ელოდება პატრულს, ეს იწვევს საცობს. შედეგად კი, ჯაჭვურად სხვა ქუჩებზეც ფერხდება მოძრაობა.