"ძიძა ტყუპისცალს 3 ათას 800 დოლარის სანაცვლოდ გასცემდა, მან მშობლები ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში დაიბარა" - რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც სოციალური პროექტი „ვეძებ“ შექმნა და მრავალ ადამიანს დაკარგული ოჯახის წევრი აპოვნინა, გაშვილებულ ბავშვებთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს.
"ის ფაქტი, რომ 2005 წელს ტყუპი დები სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა ოჯახში იყვნენ გაყიდულები, თავისთავად მიანიშნებს იმას, რომ აქ იკვეთება ექიმების ბრალეულობა, იმიტომ რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არავის აქვს ბავშვის გაყიდვის უფლება და თუ ბავშვი მართლა დედის სურვილით არის სამშობიაროში დატოვებული, სამშობიაროს თანამშრომლები ვალდებულები არიან, ისინი ბავშვთა სახლს გადასცენ.
...2005 წელს ანას აღმზრდელი მშობლები დაუკავშირდნენ სამშობიაროს თანამშრომელს. სამშობიაროს თანამშრომელმა უთხრა, რომ მას ჰყავდა გოგონა, რომელიც ძიძასთან იყო გლდანში, 3 ათას 800 დოლარის სანაცვლოდ ეს ძიძა ბავშვს გასცემდა. მან მშობლები ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში დაიბარა" - აღნიშნავს ვიდეოში თამუნა მუსერიძე.