ტომ კრუზის რომანი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლთან - რა ფოტოებს აქვეყნებს მედია რუსული წვეულებიდან, სადაც 61 წლის მსახიობმა ახალ რჩეულთან ერთად მოილხინა
ტომ კრუზის პირად ცხოვრებაზე ბოლო დროს მედიაში ნაკლებად იწერება. მსახიობ კეიტ ჰოლმსთან განქორწინების შემდეგ ტომს რამდენიმე რომანი ჰქონდა, მაგრამ არცერთი მათგანი სერიოზულ ურთიერთობამდე არ მისულა. ბოლოს დროს, ჰოლივუდის მსახიობი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, რადგან მისი ჯაშუშური ფილმების სერიის „მისია შეუძლებელია“ გადაღებები ევროპაში მიმდინარეობდა. საბოლოოს მსახიობი ლონდონში დასახლდა.
ტომი მდიდრულ პენტჰაუსში Knightsbridge-ში, ბრიტანეთის დედაქალაქის პატივსაცემი უბანში მდებარეობს, თავად კრუზი კი ხშირად სტუმრობს მდიდრულ წვეულებებს. Daily Mail-ის ცნობით, ერთ-ერთ ასეთ საღამოზე 61 წლის კრუიზს ახლდა მისი ახალი გატაცება - შავგვრემანი ქალი ელსინა ხაიროვა. 36 წლის ქალი წარმოშობით რუსეთიდანაა, ის თათარსტანის რესპუბლიკის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის რინატ ხაიროვის ქალიშვილია.

როგორც გამოცემა წერს, წვეულება მთლიანად რუსულენოვანი იყო: სტუმრებმა Miss Europe 2006 კონკურსის ყოფილი მონაწილის, მოდელის ალინა ავრამენკოს დაბადების დღე აღნიშნეს. ტომი დიდი სიყვარულით ექცეოდა თავის კომპანიონ ქალს, თვითმხილველების თქმით, აშკარად შეყვარებულია მასზე.
"ისინი სულ ერთად იყვნენ, აშკარად წყვილია", - განუცხადა ერთ-ერთმა სტუმარმა Daily Mail-ს. "ის გიჟდება მასზე."
ტომი და ელსინა გასულ შაბათს საღამოს 22 საათზე გამოჩნდნენ წვეულებაზე და მაშინვე მიიპყრეს ყველას ყურადღება. ელსინას შავი კაბა ეცვა, მკერდზე მოქარგული rhinestone-ის ბაფთით. შეყვარებულები სიამოვნებით ესაუბრებოდნენ სხვა სტუმრებს, შემდეგ კი საცეკვაო მოედანზე მოხვდნენ. კრუზი და მისი რჩეული თითქმის დილამდე დარჩნენ და წვეულება ერთად დატოვეს. (გააგრძელეთ კითხვა)