"სამედიცინო პერსონალმა 35-ე წუთზე შეძლო პაციენტის გულისცემის და სუნთქვის აღდგენა" - როგორ გადაარჩინეს მედიკოსებმა ადამიანის სიცოცხლე?
სასწრაფო სამედიცინო დახმარების უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გადაარჩინა.
"თბილისის მე -11 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით უგონო შევიდა.გამოძახებაზე გასულ 112 1ბრიგადას ახალგაზრდა მამაკაცი იატაკზე, უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პაციენტს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.როგორც პარამედიკოსი თამარ საღარეიშვილი იხსენებს, მამაკაცს გულისცემა და სუნთქვა არ აღენიშნებოდა და არავინ იცოდა რამდენი ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში.ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, სამედიცინო პერსონალმა 35-ე წუთზე შეძლეს პაციენტის გულისცემის და სუნთქვის აღდგენა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების 112 1 ბრიგადის მიერ პაციენტი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
გვეამაყება პარამედიკოსი თამარ საღარეიშვილი, უმცროსი ექიმი ლევან ჩაგანავა, მძღოლი დავით კოროშინაძე", - ავრცელებს ინფორმაციას "გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩებნად"