"ორი ცოლი ნიშნავს, რომ შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ, სამი ცოლი - კარგია, ოთხი კი - ბედნიერება" - როგორ ებრძვის კადიროვი "საყვარლების ინსტიტუტს" - კვირის პალიტრა

"ორი ცოლი ნიშნავს, რომ შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ, სამი ცოლი - კარგია, ოთხი კი - ბედნიერება" - როგორ ებრძვის კადიროვი "საყვარლების ინსტიტუტს"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონის მაცხოვრებლებთა „პირდაპირი ხაზი“ გამართა, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა მოქალაქემ მას ჰკითხა, რას აირჩევდა: მეორე ცოლის მოყვანას თუ მშვიდ ცხოვრებას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ორი ცოლი ნიშნავს, რომ შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ, სამი ცოლი - კარგია, ოთხი კი - ბედნიერება. ასე თქვა ჩვენმა წინასწარმეტყველმა“, - თქვა კადიროვმა. მისი თქმით, უყვარს ცხოვრება და ლამაზი ქალები, თუმცა ამავე დროს, ღრმად მორმწმუნე ადამიანად რჩება.

სხვათა შორის, 2015 წელს კადიროვს ჰქონდა ინიციატივა, რომ ჩეჩნეთში, დაღესტანში და ინგუშეტში მრავალცოლიანობა დაეკანონებინათ.

„მრავალცოლიანობა საჭიროა იმისთვის, რომ კაცს საყვარელი არ ჰყავდეს, არ ჰქონდეს პრობლემები ოჯახში, არ იცხოვროს სიცრუეში და არ ატყუოს მუდმივად ცოლი და ბავშვები“, - აცხადებდა კადიროვი.

მის ამ ინიციატივას ადგილობრივმა მუფტმაც დაუჭირა მხარი. თუმცა თემა მიჩუმათდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის საპატრიარქომ ამ იდეის წინააღმდეგ გაილაშქრა.