"ბაბუ, არასდროს დაანებო თავი, თორემ ინანებო. მიხარია, რომ ისე წავიდა ამქვეყნიდან, ეს ტკივილი თან არ წაიყოლა" - რას ჰყვება თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეზე - კვირის პალიტრა

"ბაბუ, არასდროს დაანებო თავი, თორემ ინანებო. მიხარია, რომ ისე წავიდა ამქვეყნიდან, ეს ტკივილი თან არ წაიყოლა" - რას ჰყვება თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეზე

გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან" პიანისტი და წამყვანი თათია შარანგია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც საქართველოს მეორე პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის რძალი იყო:

"მეუბნებოდა, რომ ქალს ყოველთვის უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, პროფესია და მთხოვდა, ბაბუ, არასდროს დაანებო თავი, თორემ ინანებო. ის ძალიან აფასებდა მუსიკოსებს.

კიდევ, ამბობდა, ყველაზე მაგარი მეუღლე მეგრელი მეუღლეაო.

მასთან სულ მქონდა კონტაქტი, ისე გარდაიცვალა, რომ ჩვენი დაშორების ამბავი არ იცოდა. ვერც ვერავინ უთხრა, რადგან ჩვენ ძალიან გამორჩეული ურთიერთობა, ნდობა გვქონდა. მიხარია, რომ ისე წავიდა ამქვეყნიდან, ეს შეგრძნება და ტკივილი არ წაიყოლა თან".

იხილეთ ვიდეო: