"ნამდვილად არ ვგეგმავდი ამ თემაზე ხმის ამოღებას, მაგრამ გული მეტკინა" - რას წერს ჯაბა ბოჯგუას დედა? - კვირის პალიტრა

"ნამდვილად არ ვგეგმავდი ამ თემაზე ხმის ამოღებას, მაგრამ გული მეტკინა" - რას წერს ჯაბა ბოჯგუას დედა?

ჯაბა ბოჯგუას დედა - მანანა გვასალია მიმართვას ავრცელებს:

“იმედი მაქვს, რომ შემოქმედი ადამიანები სხვისი შემოქმედების პატივისცემას ისწავლიან… დღეს კი აქცენტს მორალურ მხარეზე გავაკეთებ...

არის ემოციები და არის ეთიკა… ჯაბას სიმღერებს რაც უფრო მეტი ადამიანი იმღერებს, ამაში გასახარელის მეტი არაფერია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის თხოვნითაც კი არავის მოუმართავს, რათა შესრულებაზე ნებართვა მიეღო... სხვა დანარჩენი, დანარჩენია...

ნამდვილად არ ვგეგმავდი ამ თემაზე ხმის ამოღებას... მაგრამ... გული მეტკინა...", - წერს მანანა გვასალია.

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 2020 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.