"ახლა დასადგენი გვაქვს, რა ენაზე ლაპარაკობდნენ და რა სიმღერებს მღეროდნენ" - რას ამბობდა ქართველების ევროპელობაზე ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთ შეხვედრაზე ქართველების ევროპელობაზე საუბრობდა:
"ახლა, ცოტა უნდა შევედავო ევროპელებს. სად დაიბადა პირველი ევროპელი, საიდან წამოვიდა? ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა - მილიონ 800 ათასი წლის წინ დაბადებულან აქ ადამიანები, რომელთა ნეშტი ახლა აღმოჩენილია და მათი ასაკიც დადგენილია. არ არის პატარა ასაკი მილიონ 800 ათასი წელი. ახლა დასადგენი გვაქვს, რა ენაზე ლაპარაკობდნენ და რა სიმღერებს მღეროდნენ" - აღიშნავდა ედუარდ შევარდნაძე.