“ფეისბუქ ლაივის“ შოკისმომგვრელი ჩანაწერი - დეპუტატმა უკრაინაში სხდომაზე 3 ხელყუმბარა ააფეთქა, ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა (Video) - კვირის პალიტრა

“ფეისბუქ ლაივის“ შოკისმომგვრელი ჩანაწერი - დეპუტატმა უკრაინაში სხდომაზე 3 ხელყუმბარა ააფეთქა, ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა (Video)

შემთხვევა უკრაინის ოლქის, ზაკარპატის ერთ-ერთი სოფლის ადგილობრივი მმართველების სხდომაზე მოხდა.

გამოცემა Mukachevo.net-ის ცნობით, ყუმბარები სოფლის საბჭოს დეპუტატმა სერგეი ბატრინმა ააფეთქა, რომელიც პარტია "სლუგა ნაროდას" წევრია.

პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედის დეპუტატი ოთახში, სადაც სხდომა მიმდინარეობს. ის თავიდან კართან დგას, ცოტა ხანს უსმენს და მერე, რიგრიგობით, ორ ყუმბარას შუა დარბაზში აგდებს.

როგროც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, 6 მძიმე მდგომარეობაშია.