"პირველ არხზე" ჩემი გადაცემა აღარ გავა" - რას აცხადებს დათო გორგილაძე - კვირის პალიტრა

"პირველ არხზე" ჩემი გადაცემა აღარ გავა" - რას აცხადებს დათო გორგილაძე

მო­მა­ვა­ლი წლი­დან არ­ხის ეთერ­ში აღარ გავა "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე". ინ­ფორ­მა­ცია დათო გორ­გი­ლა­ძემ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" და­უ­დას­ტუ­რა.

"გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქის" ბოლო გა­და­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე 29 დე­კემ­ბერს გავა. გორ­გი­ლა­ძის თქმით, მა­უ­წყებლს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია.

"მომ­დევ­ნო წლი­დან "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე" სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში აღარ გავა. ამას გი­დას­ტუ­რებთ. არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მოყ­ვა­ნი­ლი მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­აა. პი­რა­დი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან, ამ ეტაპ­ზე, თავს შე­ვი­კა­ვებ", - ამ­ბობს გორ­გი­ლა­ძე.