როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული დედაქალაქი - ფოტოები
„თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო საზეიმოდ აინთო.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო. მან თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო. მან თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
"ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ბედნიერება, დღეგრძელობა, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ", - მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე შეკრებილებს.
დღესვე, დედაქალაქის ქუჩები საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
ასევე, ხვალ, 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე დედაენის ბაღში მოეწყობა „საახალწლო სოფელი“. დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ.
„საახალწლო სოფელი“ 7 იანვარს, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.