"წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე? - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე?

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში აღარ გავა გა­და­ცე­მა "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე". ეს ინ­ფორ­მა­ცია დათო გორ­გი­ლა­ძემ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" და­უ­დას­ტუ­რა. გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მი­ზე­ზად ფი­ნან­სუ­რი რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძე 2022 წლის მა­ი­სი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რია. ის ბორდში ოპო­ზი­ცი­ის კვო­ტით მოხ­ვდა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ არხზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ, მე­დი­ის­გან შე­ი­ტყო.

"გუ­შინ გვქონ­და ბორ­დის სხდო­მა. არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს ფი­ნან­სურ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე. მე და ლაშა ტუ­ღუშ­მა ბი­უ­ჯეტს მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რეთ, რად­გან მათ არ ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­თა­ნა­დოდ ბი­უ­ჯე­ტის ნა­რა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლი, იყო სხვა სა­კი­თხე­ბიც, რის გა­მოც ხმა არ მი­ვე­ცით. ახლა ვი­გებ, რომ არ­ხის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­გარ გა­და­ცე­მას ხუ­რა­ვენ თურ­მე! - წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს თავ­გა­სუ­ლო­ბა!"