"გონება დაკარგა და სწორედ ამიტომ „ჩაიძირა აბაზანაში“ - რა გახდა მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"გონება დაკარგა და სწორედ ამიტომ „ჩაიძირა აბაზანაში“ - რა გახდა მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი?

უცხოური მედიისთვის ცნობილი გახდა მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც ყველასათვის საყვარელ სერიალში "მეგობრები" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გახლდათ.

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ცნობით, მსახიობის გარდაცვალება „უბედური შემთხვევაა“ და ტოქსიკოლოგიური კვლევის თანახმად, სიკვდილის მიზეზი „კეტამინის მწვავე ეფექტია“.

მსახიობი მეთიუ პერი 28 ოქრომბერს, საკუთარი სახლის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. იმ დროს ჩატარებულმა ექსპერტიზამ კი ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინა.

დახრჩობა იყო მითითებული, როგორც სიკვდილის გამომწვევი ფაქტორი: მან გონება დაკარგა და სწორედ ამიტომ „ჩაიძირა აბაზანაში“, ნათქვამია სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში.

3-23-1702712177.jpg

54 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის დასახელებული იყო გულის იშემიური დაავადება და მედიკამენტი ბუპრენოფრინის ზემოქმედება. ლოს-ანჯელესის ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბუპრენოფრინი ოპოიდების მოხმარებით გამოწვეული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება.

ამერიკული მედიის ცნობით, მსახიობი ნოემბერში დაკრძალეს და ცერემონიალს მსახიობის მეგობრების ძალიან ვიწრო წრე დაესწრო.

მეთიუ პერი პოპულარულ სერიალში „მეგობრები“ ერთ-ერთი მთავარი გმირის როლს ასრულებდა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და სხვა­დას­ხვა დროს სა­რე­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრშიც მკურ­ნა­ლობ­და.

2016 წელს BBC-სთან ინტერვიუში კი მსახიობმა განაცხადა, რომ სერიალის გადაღების სამ წელს ვერ იხსენებს, რადგან ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.

ლე­გენ­და­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, "მე­გობ­რე­ბის" მსა­ხი­ო­ბი, მე­თიუ პერი 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. (წყარო)