"მსგავსი რამ არასდროს მინახავს..." - იაპონიის სანაპიროზე ასობით ტონა თევზი გამოირიყა: რა გახდა მათი მასობრივი დახოცვის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"მსგავსი რამ არასდროს მინახავს..." - იაპონიის სანაპიროზე ასობით ტონა თევზი გამოირიყა: რა გახდა მათი მასობრივი დახოცვის მიზეზი?

ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბის თქმით, მათ ძა­ლი­ან უჭირთ იმის გარ­კვე­ვა, თუ რა­ტომ გა­მო­რი­ყა ზღვამ მათ ნა­პი­რებ­ზე ასო­ბით ტონა მკვდა­რი თევ­ზი. ჰო­კა­ი­დო­ში, ჰა­კო­დეს თევზსა­ჭერ პორ­ტში, მხო­ლოდ დე­კემ­ბრის თვე­ში, 1200 ტონა სარ­დი­ნი და სკუმბრია აღ­მო­ა­ჩი­ნეს. და­ხო­ცი­ლი თევ­ზე­ბი კი­ლო­მეტრზე მეტ მან­ძილ­ზე არი­ან გა­და­ჭი­მუ­ლი წყლის ზე­და­პირ­ზე.

მხო­ლოდ ოთხშა­ბათს, პო­ლი­ცი­ამ ამ მხა­რე­ში 30-40 ტო­ნამ­დე გა­მო­რი­ყუ­ლი თევ­ზი ნახა.ად­გი­ლობ­რივ­მა მე­თევ­ზე­ებ­მა სას­წრა­ფოდ და­ი­წყეს და­ხო­ცი­ლი თევ­ზის შეგ­რო­ვე­ბა, იმის ში­შით, რომ ზღვის ეკო­სის­ტე­მას და­ა­ზი­ა­ნებ­დნენ: "მსგავ­სი რამ არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ეს ეჭვს მი­ჩენს, რომ ზღვის ეკო­სის­ტე­მა მკვეთ­რად იც­ვლე­ბა",- გა­ნა­ცხა­და მე­თევ­ზემ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

screenshot-2023-12-16-114358-1702712652.png

ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, და­ხო­ცილ თევზს მიგ­რა­ცი­ი­სას მტა­ცე­ბე­ლი თევ­ზე­ბი გა­მო­ე­დევ­ნენ და ეს გახ­და მათი მა­სობ­რი­ვად და­ხოც­ვის მი­ზე­ზი. მათი თქმით, ასე­თი მა­სობრვი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, შე­საძ­ლოა, წყალ­ში უე­ცა­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ვარ­დნა­საც გა­მო­ეწ­ვია. (გააგრძელეთ კითხვა)