როგორ დაკითხეს რუსმა მესაზღვრეებმა ალა პუგაჩოვა - "ამბობდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება რთული იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე მატერიალურად"
ალა პუგაჩოვას გარშემო რუსულ მედიაში ყოველდღიურად ქვეყნდება თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციაც კი. ქვეყანა ვერ პატიობს პრიმადონას რუსეთის მიტოვებას. ამჯერად რუსი მესაზღვრეების მიერ პუგაჩვას დაკითხვის ფოტოები გავრცელდა. შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში მოხდა, როდესაც მომღერალი მცირე დროით რუსეთში დაბრუნდა. რუსმა მესაზღვრეებმა ალა პუგაჩოვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გააჩერეს საზღვარზე.
ამ დაკითხვის კადრები ტელეგრამის გვერდმა Mash-მა გამოაქვეყნა. ფსკოვის რაიონში საბაჟოზე გავლისას ალა ბორისის ძეს სთხოვეს შესულიყო სპეციალურ ოთახში დახურული საუბრისთვის.

"პრიმადონა თავაზიანი იყო, მაგრამ ძალიან ღელავდა, რომ სამშობლოში არ შეუშვებდნენ. საკუთარი თავის დამშვიდების მიზნით, გაუჩერებლად საუბრობდა. ამბობდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება რთული იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე მატერიალურად. საუბრობდა ოჯახზე, თუ როგორ იყვნენ მისი შვილები და ქმარი“, - წერს არხი. (გააგრძელეთ კითხვა)