"მე­გო­ნა, მკვდა­რი იყო, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი" - აშშ-ში ოთხი თვის ბავშვი, რომელიც ძლიერი ტორნადოს შემდეგ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს - კვირის პალიტრა

"მე­გო­ნა, მკვდა­რი იყო, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი" - აშშ-ში ოთხი თვის ბავშვი, რომელიც ძლიერი ტორნადოს შემდეგ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს

აშშ-ში ოთხი თვის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი ტორ­ნა­დოს შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და, ცო­ცხა­ლი იპო­ვეს - იგი ხეში იყო გა­ჭე­დი­ლი. მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვი შა­ბათს, ძლი­ე­რი ტორ­ნა­დოს შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­დი­კო­სე­ბის ცნო­ბით, მას მხო­ლოდ მცი­რე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"ტორ­ნა­დომ ჩვენს სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და, რამ­დე­ნი­მე წამ­ში შევ­ნიშ­ნე, რომ ბა­სი­ნე­ტი, რო­მელ­შიც ჩემი შვი­ლი იწვა, გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­გო­ნა, მკვდა­რი იყო, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მისი პოვ­ნის იმე­დიც და­კარ­გუ­ლი გვქონ­და. მაგ­რამ ღვთის მად­ლით, ის გა­დარ­ჩა“,- გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის დე­დამ, სინ­დი მურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას. (გააგრძელეთ კითხვა)