"ისე ჩაიარა ყველა თარიღმა, რამაზი არავის გახსენებია... 49 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა, მაშინაც არავის არაფრისთვის ეცალა" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი უცნაური ბედისწერით - კვირის პალიტრა

"ისე ჩაიარა ყველა თარიღმა, რამაზი არავის გახსენებია... 49 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა, მაშინაც არავის არაფრისთვის ეცალა" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი უცნაური ბედისწერით

მისი ღვაწ­ლი ქარ­თულ კი­ნო­ში დი­დია, თუმ­ცა არ მახ­სოვს, ოდეს­მე ვინ­მეს სად­მე გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნოს. მისი არც 60 წლის იუ­ბი­ლე აღუ­ნიშ­ნავთ და არც -70-ის. არა­და, ისეთ სა­ე­ტა­პო ფილ­მებ­ში აქვს ნა­თა­მა­შე­ბი და ისე­თი მკა­ფიო სა­ხე­ე­ბი აქვს შექ­მნი­ლი, თა­ო­ბე­ბის­თვის მარ­თლა და­უ­ვი­წყა­რია. ვი­ნა­ი­დან 25 დე­კემ­ბერს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღია, გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს ნი­ჭი­ე­რი და სა­ოც­რად კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ვახ­სე­ნოთ.

მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი 1995 წელს 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი იყო და არა­ვის არაფ­რის­თვის ეცა­ლა. რო­გორც ჩანს, ესეც ამ მსა­ხი­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი ბე­დის­წე­რა იყო...

orbani-55214-1702737164.jpg

"რა­მა­ზი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ 10 დღე იწვა, ექი­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს, არა­და, იმ დი­აგ­ნო­ზით და იმ ჩი­ვი­ლე­ბით დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკურ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 1995 წელი იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რაც ხდე­ბო­და", - ამ­ბობს რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის და, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

პირ­ვე­ლი ფილ­მი

კი­ნო­ში ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი გა­მოჩ­ნდა, მა­შინ ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი "გი­ორ­გო­ბის თვეს" იღებ­და. რე­ჟი­სო­რის­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო და რა­მა­ზის­თვი­საც პირ­ვე­ლი როლი, სა­დაც კი­ნო­თი "მო­ი­წამ­ლა“ კი­დეც... რე­ჟი­სორ­მა შემ­თხვე­ვით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იპო­ვა. ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ასის­ტენტს მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე უნა­ხავს, ტი­პა­ჟი მოს­წო­ნე­ბია... იმ ფილ­მით და რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ტი­პა­ჟით რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში ახა­ლი გმი­რი შე­მო­იყ­ვა­ნა...

"ცის­ფე­რი მთე­ბი"

"ხა­ბურ­ზა­ნია არ არის, წვე­რა­ვა ჯარ­შია, კაკო - ცი­ხის­ძირ­ში, ჭი­ჭი­ნა­ძე - კურ­სებ­ზე, გო­მე­ლა­უ­რი პრინ­ცი­პუ­ლად არ კი­თხუ­ლობს, კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ იცი­ან, სად არის", - ეს იმ ახალ­გაზ­რდა მწერ­ლის სი­ტყვე­ბია, რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა რომ მი­ი­ტა­ნა და მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და - შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი და გა­ზა­ფხუ­ლი... ნა­მუ­შე­ვა­რი არა­თუ ვინ­მემ წა­ი­კი­თხა, ეგ­ზემპლა­რე­ბიც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა... რო­გორც მიხ­ვდით, ეს "ცის­ფე­რი მთე­ბის" სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­მაც, თა­ვის დრო­ზე, საბ­ჭო­თა სის­ტე­მის დრო­მოჭ­მუ­ლო­ბა აჩ­ვე­ნა, რომ­ლის მსხვერ­პლიც ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, სოსო აღ­მოჩ­ნდა... რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის სა­ოც­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს მთა­ვა­რი როლი კი მარ­თლა და­უ­ვი­წყა­რია...

მსა­ხი­ო­ბი არა­ერთ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ქარ­თულ კი­ნო­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სახე აქვს შექ­მნი­ლი. ეს სუ­რა­თე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია: „ქოლ­გა,“ „სე­რე­ნა­და,“ „ფე­რის­ცვა­ლე­ბა,“ "ფი­ლა­ტე­ლის­ტის სიკ­ვდი­ლი,“ „სამ­კა­უ­ლი სატ­რფო­სათ­ვის,“ „ყვე­ლა­ზე სწრა­ფე­ბი მსოფ­ლი­ო­ში,“ "ბა­ტო­ნი ავან­ტი­უ­რის­ტე­ბი“... (გააგრძელეთ კითხვა)