"თოვა და ქარბუქი" - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 17-18 დეკემბერს? - კვირის პალიტრა

"თოვა და ქარბუქი" - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 17-18 დეკემბერს?

17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.