წმინდა რუსული ტრაგედია: საღეჭ რეზინს შეწირული 21 ადამიანის სიცოცხლე - შემზარავი ამბავი, რომელსაც საბჭოთა კავშირი გულმოდგინედ მალავდა - კვირის პალიტრა

წმინდა რუსული ტრაგედია: საღეჭ რეზინს შეწირული 21 ადამიანის სიცოცხლე - შემზარავი ამბავი, რომელსაც საბჭოთა კავშირი გულმოდგინედ მალავდა

1975 წელს მოსკოვში დიდი ტრაგედია მოხდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა გულმოდგინედ მალავდა. სპორტის ამა თუ იმ სახეობის გულშემატკივრები არცთუ ისე იშვიათად აწყობენ დებოშებს სტადიონზე საყვარელი გუნდის წაგების გამო. თუმცა 1975 წელს ტრაგედია საღეჭი რეზინის გამო მოხდა.

1975 წლის 10 მარტს მოსკოვის სპორტის სასახლეში ჰოკეიში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულმა გუნდა და კანადურმა „ბერი კეპმა“ ამხანაგური მატჩი გამართეს. კანადელების სპონსორები ცნობილი დასავლური საღეჭი რეზინის მწარმოებელი იყო.

კანადელენის კონტრაქტში ჩაწერილი იყო, რომ მათ საღეჭი რეზინები ყველა მსურველებისთვის უნდა დაერიგებინათ. დასავლეთში ეს ჩვეულებრივი ამბავია. საბჭოთა კავშირში კი დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდა.

ადგილობრივი მოსწავლეები ნადირობდნენ იმპორტულ „საოცრებებზე“ და ლამის ემათხოვრებოდნენ ხოლმე უცხოელებს. კანადელებმა ნახეს, რა ჯადოსნური ზეგავლენა ჰქონდა საღეჭ რეზინს საბჭოთა პიონერებზე და მატჩის წინ მათ უბრალოდ მიმოაბნევდნენ ხოლმე. საღეჭი რეზინისთვის ჩხუბი იწყებოდა ხოლმე, რასაც სტუმრები კამერაზე იღებდნენ.

10 მარტს ლამის თითოეულმა მოსკოველმა მოსწავლემ იცოდა, რომ კანადელები მათ საღეჭ რეზინებს „ესროდნენ“. ტრიბუნები ბავშვებით იყო გადაჭედილი. კანადელი ჰოკეისტები მატჩის დროსაც კი ახერხებდნენ, რომ ტრიბუნების მიმართულებით საღეჭი რეზინები ესროლათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლო-მახლო მილიციისა და ჯარისკაცების რაზმები ჩააყენა, რათა მოსწავლეებს „საბჭოთა პიონერის ღირსება არ შეერცხვინათ“. თუმცა ამან საქმეს არ უშველა. მატჩის დასრულების შემდეგ კი, ყველანი გასასვლელისკენ წავიდნენ, რათა კანადელების ავტობუსისთვის მიესწროთ - გამგზავრების წინ უცხოელებს საღეჭი რეზინა იქნებ კიდევ ეჩუქებინათ.

ყველას უნდოდა, რომ მას მიესწრო პირველს ავტობუსისთვის. გასასვლელებში საშინელი ჭყლეტა ტყდა. ყველაფერი ერთმანეთში აიზილა. ბრბო ადამიანების სხეულებზე გადადიოდა და ასე ცდილობდა გადარჩენას. კონსტრუქციებთან მიჭყლეტილი ხალხი იხრჩობოდა. მოვლენები შემდეგ უფრო შემზარავად განვითარდა - ადმინისტრაციამ იმის შიშით, რომ უცხოელებს ეს ყველაფერი არ გადაეღოთ, დარბაზში შუქი ჩააქრეს, რამაც სიტუაცია უფრო დაამძიმა.

საბოლოოდ, ამ ტრაგედია 21 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 13 ბავშვი იყო.