"ძალიან დიდი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს იმ დროს ვერ აღვიქვამდით..." - ზაზა ურუშაძე, კაცი, რომელიც დააკლდა კინოს - კვირის პალიტრა

"ძალიან დიდი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს იმ დროს ვერ აღვიქვამდით..." - ზაზა ურუშაძე, კაცი, რომელიც დააკლდა კინოს

2019 წლის 7 დე­კემ­ბერს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რის, ზაზა ურუ­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ზაზა ურუ­შა­ძე 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გული და­სა­ხელ­და. რე­ჟი­სო­რი ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც შე­უძ­ლოდ გახ­და, ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო...

სა­ქარ­თვე­ლომ, და არა მარ­ტო ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, დიდი რე­ჟი­სო­რი და­კარ­გა და მა­შინ, როცა მას ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ეძ­ლო. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შეძ­ლო და თა­ვი­სი "მან­და­რი­ნე­ბით" მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა.

30 ოქ­ტომ­ბერს მას 57 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და, ხოლო რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 7 დე­კემ­ბერს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 4 წელი შეს­რულ­და. ჩვენ მისი გახ­სე­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

"მამა - რა­მაზ ურუ­შა­ძე ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გახ­ლდათ. დედა პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სია, ექი­მე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა... არ­ჩე­ვან­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, დედა ახ­ლა­ხან გა­მო­მი­ტყდა, რომ თურ­მე მა­საც რე­ჟი­სო­რო­ბა ნდო­მე­ბია, მაგ­რამ მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ფა­კულ­ტე­ტი არ იყო. სას­წავ­ლებ­ლად მოს­კოვ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, მა­მა­მისს უთხო­ვია, - არ წა­სუ­ლი­ყო. ასე რომ, რე­ჟი­სო­რო­ბა მის აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა. დე­დამ მი­თხრა: კარ­გია, რომ ჩემი ოც­ნე­ბა შენ მა­ინც ამიხ­დი­ნეო. ამ ნათ­ქვამ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... რაც შე­ე­ხე­ბა ფეხ­ბურთს: შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დიღ­მის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე ვიზ­რდე­ბო­დი. სპორ­ტის ამ სა­ო­ცარ სა­ხე­ო­ბას ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი: მიშა მეს­ხი, ბო­რია სი­ჭი­ნა­ვა, მა­მა­ჩე­მი მას­წავ­ლიდ­ნენ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვე­ზი­ა­რე მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, მაგ­რამ ისე მოხ­და, იმ­დე­ნად ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რომ რა­ღაც პრო­ტეს­ტის გრძნო­ბის მსგავ­სი გა­მიჩ­ნდა და ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა აღარ მო­ვინ­დო­მე“ - ჰყვე­ბო­და წლე­ბის წინ ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზაზა ურუ­შა­ძე.

ისე მოხ­და, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე 16 წლი­სამ ჩა­ა­ბა­რა. მისი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე იყო."იგი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გია, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და სა­ინ­ტე­რე­სოდ გვას­წავ­ლი­და. სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ სა­ინ­ტე­რე­სო მიდ­გო­მა ჰქონ­და, - თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ გვარ­თმევ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად გვაძ­ლევ­და რჩე­ვას, მი­მარ­თუ­ლე­ბას. მახ­სოვს, ლექ­ცი­ებ­ზე არა მხო­ლოდ კი­ნო­ზე, არა­მედ სხვა ბევრ თე­მა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. ქალ­ბა­ტო­ნი ლანა ერუ­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. მე­ო­რე ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა, რე­ჟი­სო­რი ომარ გვა­სა­ლია გახ­ლდათ. მონ­ტაჟს კი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი გვას­წავ­ლი­და... სტუ­დენ­ტო­ბი­სას ფირ­ზე სამი ფილ­მი გა­და­ვი­ღე. ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, უკვე სრულ­ყო­ფი­ლად ვი­ცო­დი ხე­ლო­ბა“, - ესეც ნა­წყვე­ტია მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან...

რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე და კი ზაზა ურუ­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა (ქალ­ბა­ტონ­მა ლა­ნამ ის პირ­ვე­ლად "თე­ატ­რა­ლურ­ში“ მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე ნახა, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში მისი კო­ლე­გა და უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი გახ­და)"ჩემი ზაზა! ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი! ჩემ­თვის მუ­დამ პა­ტა­რა ბიჭი! რა სი­ტყვე­ბით გა­მოვ­თქვა ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, არ ვიცი... შენ ჩემ­თვის ბო­ლომ­დე ის პა­ტა­რა ბიჭი იყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ გნა­ხე სა­რე­ჟი­სო­რო სა­ხე­ლოს­ნოს მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა. 15 თუ 16 წლის ხუ­ჭუ­ჭა ბიჭი (ასე­თი და­მა­მახ­სოვ­რდი). თვა­ლე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რი, მძლავ­რი ენერ­გი­ით გი­ე­ლავ­და. ლადო ასა­თი­ა­ნის ლექ­სი წა­ი­კი­თხე: "რად­გან სი­ცო­ცხლე ასე ნა­ვარ­დობს, სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზეთ“… ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას, რო­გო­რი გზნე­ბით ამ­ბობ­დი ამ სი­ტყვებს: სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზეთ! (თუმ­ცა მა­შინ, ალ­ბათ, ამ სი­ტყვის არ­სიც არ გეს­მო­და). რა­ღაც ძა­ლი­ან ნაღ­დი და­ვი­ნა­ხე მა­შინ ამ ბი­ჭ­ში... უყოყ­მა­ნოდ ამო­ვარ­ჩიე რე­ჟი­სო­რო­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მსურ­ველ­თა შო­რის...მერე, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ზაზა ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი ახ­ლო­ბე­ლი გახ­და. მარ­თლა ახ­ლო­ბე­ლი. მე­გო­ბა­რი. ხში­რად მი­რე­კავ­და, მო­დი­ო­და. ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დით. ყვე­ლა თა­ვის ჩა­ნა­ფიქრზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ყვე­ლა სცე­ნარს მა­კი­თხებ­და. მის კა­ბი­ნეტ­ში, კომ­პი­უ­ტერ­ში, ბოლო ფილ­მის მა­სა­ლაც მაჩ­ვე­ნა და მეც ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემ ჩა­ნა­ფიქ­რებს, ფილ­მის გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­საც კი ვაჩ­ვე­ნებ­დი. ბოლო ფილ­მიც ნახა, ერთ-ერთი მონ­ტა­ჟის ეტაპ­ზე. ახ­ლაც მახ­სოვს, რამ და­ა­ეჭ­ვა და მე, ბევ­რი ფიქ­რის მერე, მისი შე­ნიშ­ვნე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ეს რომ ვუ­თხა­რი, ბევ­რი იცი­ნა, რა­ტო­მაც არა, ხომ შე­იძ­ლე­ბა მეც რა­ღა­ცა გას­წავ­ლო­თო! ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი მისი არ­ნა­ხუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბით! თვი­თონ ისე გულ­ღი­ად და ამა­ყად მიყ­ვე­ბო­და ამ წარ­მა­ტე­ბის ამ­ბებს და ისე­ვე, რო­გორც ამ 40 წლის წინ, ბავ­შვუ­რად უე­ლავ­და თვა­ლე­ბი“.

***

"ადრე ვხა­ტავ­დი და არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ უეც­რად ვიგ­რძე­ნი და მივ­ხვდი, რომ კი­ნოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. კარ­გა­დაც ვწერ­დი... ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­მუ­შა­ოდ კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" მი­ვე­დი. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი იყო და ცხა­დია, მუ­შა­ო­ბის­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დი გახ­ლდათ. ფუ­ლიც აღარ გვქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია. არა­და, წარ­მო­ე­ბა­ში ბევ­რი პრო­ექ­ტი იყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი რომ გა­და­ვი­ღე, მერე მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წელი პა­უ­ზა მქონ­და, რაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო“ - იხ­სე­ნებ­და ზაზა ურუ­შა­ძე.

აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ცო­ცხლდე­ბო­და, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბო­და:

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს. ასე რომ, "კი­ნო­დან კი­ნომ­დე" ვცო­ცხლობ! სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­აა. რა თქმა უნდა, შე­დე­გით ტკბო­ბაც კარ­გია და არა­ვინ თქვას, რომ ეს ასე არ არის, მაგ­რამ ფილმზე მუ­შა­ო­ბას რომ და­ამ­თავ­რებ და მას მსოფ­ლი­ოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი და­დე­ბი­თად შე­გი­ფა­სე­ბენ, სი­ა­მა­ყის შეგ­რძნე­ბა გე­უფ­ლე­ბა“.

მის­მა "მან­და­რი­ნებ­მა“ მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა, რა­ზეც ამას ამ­ბობ­და:

"ხალ­ხის რე­აქ­ცი­ით ვხვდე­ბი, რომ ეს ფილ­მი ლო­კა­ლუ­რი სივ­რცის­თვის არ შე­მიქ­მნია. მას ერ­თნა­ი­რად აღიქ­ვამს: ამე­რი­კე­ლი, ფრან­გი, გერ­მა­ნე­ლი, ია­პო­ნე­ლი... ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია და ეს მა­ხა­რებს. ჯილ­დო­ე­ბიც მა­ხა­რებს, რა თქმა უნდა. ასე­თი წარ­მა­ტე­ბა ჯერ არ მქო­ნია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ კარ­გი რე­ვი­უ­ე­ბი გა­კეთ­და. იშტვან საბო ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­ჟი­სო­რია. ჰოდა, რო­დე­საც ის გა­მო­დის და "მან­და­რი­ნებს" წლის "კი­ნოდ" ასა­ხე­ლებს, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმა­საც გე­ტყვით, რომ ფილ­მი არ არის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი. რაკი მას­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს ეტი­რე­ბა, ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც ისე გა­ვა­კე­თე, რო­გორც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ანუ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი "კინო" გა­და­ვი­ღე.

ზაზა ურუ­შა­ძე სე­რი­ალს - "ცხე­ლი ძაღ­ლი" 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და, რაც მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ე­ტა­პო ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა, რა­ზეც თა­ვად ასე ჰყვე­ბო­და:

"ამ ცხე­ლი ძაღ­ლის“ ერთ-ერთი ნა­წი­ლი აიკ­რძა­ლა, - ანუ ის, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. აკ­რძა­ლუ­ლი ნა­წი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბას მე გა­და­ვარ­ჩი­ნე, "იმე­დი­დან" გა­ვი­ტა­ცე... (გააგრძელეთ კითხვა)