ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს სამი ისრაელელი მძევალი - რას აცხადებს ქვეყნის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი? - კვირის პალიტრა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს სამი ისრაელელი მძევალი - რას აცხადებს ქვეყნის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი?

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­როს­მა, ჰერ­ცი ჰა­ლე­ვიმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო სამი ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლის მკვლე­ლო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ღა­ზა­ში შეც­დო­მით მოკ­ლეს.

მისი თქმით, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა მომ­ხდარ­ზე წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა.

"ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და მე, რო­გორც მისი მე­თა­უ­რი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ მომ­ხდარ­ზე და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი არ გან­მე­ორ­დეს.

არა­ფე­რი იმა­ზე მე­ტად არ სურთ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ჯა­რის­კა­ცებ­სა და მათ მე­თა­უ­რებს, რო­გორც მძევ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­როს­მა და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

მისი თქმით, მძევ­ლე­ბი პე­რან­გის გა­რე­შე იყ­ვნენ, რათა ის­რა­ე­ლელ ჯა­რის­კა­ცებს ეჭვი არ შე­ე­ტა­ნათ, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბი ჰქონ­დათ და ხელ­ში თეთ­რი ქსო­ვი­ლი ეჭი­რათ, მაგ­რამ „და­ძა­ბუ­ლო­ბამ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი დაძ­ლია“.

შე­გახ­სე­ნებთ, პა­რას­კევს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის­რა­ე­ლელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ღა­ზის სექ­ტორ­ში შეც­დო­მის სამი ის­რა­ე­ლე­ლი მძე­ვა­ლი მოკ­ლეს.